ევროპის სახელმწიფოთა მთავრობებმა სხვადასხვა შეფასებები გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ადამიანს შეიძლება შეეყაროს თავიანთ ქვეყნებში ახალი კორონავირუსი. BBC-ის ცნობით, კვირას, საფრანგეთის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ დაახლოებით ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი დაინფიცირდება კორონავირუსით.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კორონავირუსზე ტესტირების შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა, განაცხადა თეთრი სახლის ექიმმა. „ამ საღამოს მე მივიღე დადასტურება, რომ ტესტი უარყოფითია“, ნათქვამია სინ კონლის შაბათ საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალ კორონავირუსზე თავადაც გაიარა ტესტირება და მოელის, რომ შედეგები მომდევნო 48 საათში იქნება ცნობილი.
შეერთებული შტატები ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებისთვის დაწესებულ მგზავრობის აკრძალვას აფართოებს და ორშაბათიდან ამ სიას დიდი ბრიტანეთი და ირლანდიის რესპუბლიკაც დაემატება.
ჰოლანდიელ მეცნიერთა ჯგუფს სჯერა, რომ მათ იპოვნეს ანტისხეული, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კორონავირუსის გამოვლენა და მისგან თავის დაცვა, იტყობინება BBC, თუმცა დასძენს, რომ ამის ადამიანებზე გამოცდა არ მომხდარა - პროცესი, რომელსაც რამდენიმე თვე დასჭირდება.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა ერთ დღეში თითქმის გაორმაგდა და 11-დან 21-ამდე გაიზარდა. ასევე მკვეთრად იმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ - 798-დან 1 140-ამდე. დაღუპულთა ასეთი მკვეთრი ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც 10 ადამიანი, რომელთაც ტესტირებისას პოზიტიური შედეგი აჩვენეს, გარდაიცვალა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი კორონავირუსზე ტესტირება საჭირო არ არის, როგორც ეს მისმა ექიმმა ურჩია, რადგან მას ინფექციის არავითარი სიმპტომი არ გააჩნია.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაციონალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 920 შემთხვევა არის გამოვლენილი, გარდაცვლილია 41 ადამიანი.
ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.