ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის მიერ ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას შეერთებული შტატებისთვის „სილის გაწნა“ უწოდა. მისი თქმით, ვაშინგტონის ჯარებმა რეგიონი უნდა დატოვონ.
ირანს არ სურს ესკალაცია, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ ერაყში, ამერიკულ სამხედრო ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმიანება. ტრამპი აღნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის.
თეირანის აეროპორტთან ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ირანმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება სრულად დატოვა, შესაბამისად, თეირანი შეთანხმებით მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება. როგორც ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა.
ირანი ვერ გაბედავს მსოფლიო ლიდერზე თავდასხმას ანუ თვითმკვლელობას, - ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის არსებულ მძაფრ მდგომარეობას.
აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მოკვლის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამიზნე 52 ირანული ობიექტი იქნება და "ძალზე სწრაფად და ძალზე მძლავრად განახორციელებს დარტყმებს", თუკი თეირანი თავს დაესხმება ამერიკელებს ან აშშ-ის ობიექტებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა საჰაერო თავდასხმა, რომელსაც ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა, არა ომის დასაწყებად, არამედ მის დასასრულებლად განახორციელა.
ერაყში, აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ლიდერი, გენერალი ქასემ სოლეიმანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC აშშ-ის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.