12 დეკემბერს გამართულ დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში - BBC-ის ITV-ის და Sky News-ის მიერ ერთობლივად ჩატარებული ეგზიტ პოლის თანახმად, „კონსერვატიული პარტია“ უმრავლესობით იმარჯვებს, იტყობინება BBC. საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის გამოკითხვის შედეგებით, ყველა ხმის დათვლის შემდეგ „ტორებს“ 368 დეპუტატი ეყოლებათ პარლამენტში - 50 კანონმდებლით მეტი, ვიდრე 2017 წლის არჩევნებში. „ლეიბორისტები“ 191 ადგილს მიიღებენ, „ლიბერალ-დემოკრატები“ 13-ს, „ბრექსიტის პარტია“ ვერც ერთს და „შოტლანდიის ნაციონალური პარტია“ (SNP) 55-ს.
ამა წლის ზაფხულში მონღოლეთში სანადიროდ წასულმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა გადაშენების პირას მყოფი იშვიათი სახეობის ჯიხვი მოკლა. როგორც ბრიტანული „გარდიანი“ „ProPublica“-ზე დაყრდნობით წერს, ნადირის მოკვლის ნებართვა მას შემდეგ გაიცა, რაც ტრამპი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დახურულ კარს მიღმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მათ განსხვავებული კომენტარები გააკეთეს იმის თაობაზე თუ რა საკითხები იქნა განხილული.
83 წლის ასაკში მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (Wada) რუსეთს 4 წლით აუკრძალა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ახალ ზელანდიაში „თეთრ კუნძულზე“ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლონდონში გამართულ ნატოს საიუბილეო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას თავისი ფრანგი კოლეგის ემანუელ მაკრონის განცხადებას, ნატოს ტვინის სიკვდილის შესახებ „საზიზღარი“ უწოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პარასკევს, ლონდონის ხიდზე ცივი იარაღით განხორციელებული თავდასხმის - რომელსაც პოლიციამ „ტერორისტული ინციდენტი“ უწოდა - ორივე მსხვერპლი დასახელდა. ორივე კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია - ერთ-ერთი 25 წლის მამაკაცი ჯეკ მერიტია, მეორე კი 23 წლის ქალი სასკია ჯონსი.
პარასკევს, ლონდონის ხიდზე ცივი იარაღით განხორციელებული თავდასხმის - რომელსაც პოლიციამ „ტერორისტული ინციდენტი“ უწოდა - ერთ-ერთი მსხვერპლი დასახელდა და იგი კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 25 წლის ჯეკ მერიტია. მეორე მსხვერპლის, ქალის ვინაობა, რომელიც ამავე თავდასხმისას იქნა მოკლული, ჯერჯერობით არ დასახელებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.