50%-ით შემცირდა ავიაკატასტროფების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2019 წელს, იტყობინება BBC ავიაციის ინდუსტრიის კვლევაზე დაყრდნობით. გასულ წელს 257 ადამიანი დაიღუპა დიდი ავიაკომპანიების კომერციული სამგზავრო ფრენებისას, მაშინ როცა 2018 წელს დაღუპულთა რაოდენობამ 534 შეადგინა და ეს იმ ფონზე, როცა გასულ წელს მარტში ეთიოპიაში, „ეთიპოიის ავიახაზების“ კუთვნილი „ბოინგ 737 მაქსი“ ჩამოვარდა, რა დროსაც 157 დაიღუპა - ნახევარზე მეტი მთელ წელს დაღუპულებთან შედარებით.
ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე, კაუაიზე, ავიაკატასტროფას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი 35-ს შეადგენს, იტყობინება რუსული მედია. დაშავებულთაგან 22 უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ევროკავშირის ვიცე პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა ბრიტანეთს სასიყვარულო წერილი მისწერა, სადაც Brexit-ის გამო „ღრმა მწუხარებას“ გამოთქვამს. წერილი ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian-მა გამოაქვეყნა.
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, სიკვდილით დასჯა საზოგადოებაში სტაბილურობას უზრუნველყოფს. მან აღნიშნული განცხადება რუსულ რადიოსადგურ Эхо Москвы-სთან ინტერვიუში გააკეთა.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა 2020 ფისკალური წლისთვის კონგრესის მიერ დამტკიცებულ ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტს ხელი მოაწერა.
თეთრი სახლი ცდილობდა უკრაინისთვის დახმარების გაყინვას სულ რაღაც 91 წუთში რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ივლისში ტელეფონით ესაუბრა. ამას ახლად გავრცელებული სამთავრობო ელექტრონული წერილი ამჟღავნებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტრანსპორტის პროფკავშირებს თხოვნით მიმართა შეაჩერონ გაფიცვა, რომელიც შობის დღეებში ქვეყანაში სატრანსპორტო ქაოსის შექმნის საფრთხეს ქმნის. კოტ დ’ივუარში (სპილოს ძვლის სანაპირო) ვიზიტად მყოფმა მაკრონმა თქვა, რომ გაფიცულებმა „უნდა გამოაცხადონ დროებითი ზავი ოჯახების და ოჯახური ცხოვრების პატივსაცემად“.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმებას მხარი დაუჭირა. გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის დატოვებას 31 იანვარს შეძლებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტი ტრამპი სენატში იანვარში დაგეგმილი საიმპიჩმენტო პროცედურის ვადაზა ადრე, დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს და აცხადებს, რომ „რესპუბლიკელები“ ასე ერთიანი არასოდეს ყოფილან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.