მსოფლიო

მამაკაცი, რომელმაც პარასკევს ლონდონის ხიდზე ცივი იარაღით თავდასხმა განახორციელა, ტერორიზმის მუხლით გასამართლებული ყოფილი პატიმარი იყო. როგორც BBC პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, თავდამსხმელი, 28 წლის უსმან ხანი, საპატიმროდან პირობითი მსჯავრდებულის სტატუსით იყო გათავისუფლებული და პრობაციონერს წარმოადგენდა მის მიერ განხორციელებული თავდასხმისას, რომელსაც მამაკაცის და ქალის სიცოცხლე შეეწირა, სამმა სხვამ კი დაზიანებები მიიღო.

სრულად...

მოკლულია საზოგადოების ორი წევრი ლონდონის ხიდზე ცივი იარაღით განხორციელებული თავდასხმის შედეგად. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

სრულად...

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი "ტერორიზმის დაფინანსებაში" დაადანაშაულა. მან სირიაში თურქეთის მიერ ჩატარებულ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებულ კრიტიკას უპასუხა, რომელიც მაკრონმა გამოთქვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნატოს კოლექტიურ ბიუჯეტში შენატანის მნიშვნელოვან შემცირებაზე გადადის, დაზოგილი თანხა კი უკრაინისა და საქართველოს თავდაცვით პროგრამებს მოხმარდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სრულად...

ალბანეთის დედაქალაქ ტირანას მახლობლად მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა. მიწისძვრა 26 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა და მისი სიმძლვარე 6,4 მაგნიტუდას შეადგენდა. 

სრულად...

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქული ლირის გასამყარებლად მოსახლეობას მოუწოდებს, უარი თქვას დოლარზე და უცხოური ვალუტით ეროვნული ვალუტა შეიძინონ.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ჯერემი კორბინი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი გახდება, Brexit-ის საკითხზე გამართულ გადამწყვეტ რეფერენდუმზე ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...

ისრაელის მოქმედი პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარმა პოლიტიკურმა მეტოქემ, ბენი განცმა, მას შემდეგ რაც ნეთანიაჰუმ კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო, ერთი თვის განმავლობაში თავადაც ვერ ჩამოაყალიბა მინისტრთა კაბინეტი და ქვეყნის პრეზიდენტის, რუვენ რივლინის მიერ ოქტომბერში განცისთვის მთავრობის ფორმირებისთვის მიცემული ერთთვიანი ვადა 20 ნოემბერს, შუაღამისას ამოიწურა.

სრულად...

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა ქვეყნის ქალაქების ქუჩებში ნავთობის ფასების ზრდის გამო გამოსული პროტესტანტები, რომ საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების ძალები წესრიგის აღდგენაში ჩაერთვებიან და მათ წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.

სრულად...

ბოლივიაში ყოფილი პრეზიდენტის ევო მორალესის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად სულ ცოტა ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი