წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი აზნივ ვოსკანიანი აცხადებს, რომ არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებასა და სამოქალაქო ინტეგრაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით, 2019 წლის 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება, ხოლო გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, სკოლებში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება. სამინისტროს სტრატეგიით, მასწავლებლის პროფესია უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებასთან ერთად, მათი კომპეტენციისა და ანაზღაურების ზრდას გულისხმობს.
ერევანში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა არაიკ არუთიუნიანმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს საწრეო მუშაობა ისტორიაში, დაწყებითსა და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან. წრის ხელმძღვანელია ისტორიის პედაგოგი, ერანუი ბადასიანი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ავრცელებს.
17-18 ოქტომბერს ერევანში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის - ENQA-ს ყოველწლიური გენერალური ასამბლეა იმართება, სადაც საქართველო, როგორც ასოცაციის წევრი ქვეყანა ოფიციალურად წარადგინეს.
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის სომხურენოვან საჯარო სკოლას ორი წამყვანი და ერთი უფროსი მასწავლებელი ჰყავს.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის სომხურენოვანი საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ჰასმიკ ანესიანმა საკუთარი ლექსების კრებული დაბეჭდა. წიგნში ავტორის 50 ლექსია შესული. ლექსების თემატიკა მრავალფეროვანია; ავტორი წერს მშობლებზე, სამშობლოსა და სიყვარულზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.