რუსეთში, დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რუსული მედიის ცნობით, პარალელურად ცნობილი გახდა, რომ კატასტროფის ადგილას იპოვეს მეორე შავი ყუთიც.
სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 20 ადამიანი. ამის შესახებ CNN turk იტყობინება.
თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ CNN turk ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, თურქეთის ქალაქ სტამბოლში მორიგი აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ტურისტებით ხალხმრავალ მთავარ კომერციულ ქუჩაზე მოხდა.
რუსეთში, დონის როსტოვში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, სპეციალისტები სამ ძირითად სავარაუდო მიზეზს ასახელებენ: ტექნიკური გაუმართაობა, რთული მეტეოროლოგიური პირობები და ეკიპაჟის შეცდომა.
რუსეთის სამხრეთში მდებარე ქალაქში, როსტოვი დონზე სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ოფიციალური ცნობით, ბორტზე სულ მცირე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
პარიზის თავდასხმებში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი, მისი 4-თვიანი მიმალვის შემდეგ, ბრიუსელში მძაფრი რეიდისას ფეხში დაჭრეს და დააპატიმრეს. ამის შესახებ BBC წერს.
გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გვიდო ვესტერველე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვესტერველე 2014 წლიდან ლეიკემიას ებრძოდა და სწორედ ამ დაავადების გართულებების შედეგად, დღეს კიოლნის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცავალა.
პარიზის თავდასხმებში ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს ბრიუსელში იმ ბინაში, სადაც პოლიციამ მიმდინარე კვირას რეიდი ჩაატარა. სახელმწიფო ტელეარხის, RTBF-ის ინფორმაციით, თავად აბდესლამმა შესაძლოა გაქცევა მოახერხა სამშაბათს განხორციელებული რეიდისას, როდესაც ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღით ადგილზე იქნა მოკლული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.