უნდა ვაღიაროთ, რომ დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში, ქვეყანამ განათლების საკითხში ბევრ რამეს თავი ჯერ კიდევ ვერ მოაბა, - ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა კონფერენციაზე - "სასკოლო განათლება - საქართველოს მომავალი" -განათლების სფროში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას გააკეთა.
1972 წელს რობერტო კანესა იმ 45 ადამიანს შორის იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე, რომლებიც არგენტინის ანდებში, მთებში დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა.
მაკედონიამ არალეგალი მიგრანტებისათვის საზღვარი მთლიანად ჩაკეტა. ამის შესახებ "როიტერსი" წერს. აღნიშნული გადაწყვეტილება მაკედონიამ სლოვენიის, ხორვატიისა და სერბეთის მიერ საზღვარზე ახალი შეზღუდვების დაწესების შემდეგ მიიღო.
რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლისათვის ბრძოლაში მიჩიგანისა და მისისიპის შტატებში გამარჯვება მოიპოვა. დემოკრატების შეჯიბრში კი ბერნი სანდერსმა მიჩიგანის საარჩევნო კაპმანია გასაკვირი გამარჯვებით დაასრულა, მაგრამ ჰილარი ქლინთონს, მისისიპის შტატაში გამარჯვება მაინც მოწინავე პოზიციაზე ტოვებს.
2016 წლის ბოლომდე შენგენის ზონის "ნორმალური ფუნქციონირების" აღდგენა ევროკავშირისთვის ერთ-ერთი უმთავრესიპრიორიტეტი იქნება. ამის შესახებ, ბრიუსელში გუშინ გამართულ ევროკავშირი-თურქეთის სამიტზე მიღებულ საერთო განცხადებაშია ნათქვამი.
პენტაგონის განცხადებით, სომალიში, შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმების შედეგად ალ-შაბაბის 150-ზე მეტი სამხედრო პირია მოკლული.
მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ წაუყრუებს თეთრი სახლის დასაკავებლად მებრძოლი დონალდ ტრამპის მიერ შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის კედლის აღმართვის წარმოდგენილ პროექტს. მან დონალდ ტრამპის „მკვეთრი ტონი“ ადოლფ ჰიტლერის და ბენიტო მუსოლინის ტონს შეადარა.
ნიგერიის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი 20 მილიონი აშშ დლარის მოპარვასა და ამ თანხით დედაქალაქ აბუჯაში მდიდრული სახლისა და სხვა უძრავი ქონების ყიდვაში დაადანაშაულეს. ერთ-ერთ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას კი 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ნაღდი ფული იპოვეს.
შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი კალიფორნიაში, სახლში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იუწყება. ნენსი რეიგანი, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, შეგუბებული გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
ირანელი მილიარდერი ბიზნესმენი ბაბაქ ზანჯანი კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამის შესახებ BBC ირანის სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.