ნორვეგიელი მასობრივი მკვლელი ანდერს ბრეივიკი სამშაბათს სასამართლოს უბრუნდება. იგი მთავრობას მისი იზოლაციაში ყოფნის გამო, ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შეასახებ BBC წერს. მან წინათ საპატიმროში მისი მდგომარეობა "წამებას" შეადარა.
ბრაზილიის ყოფილმა ლიდერმა ლუის ინასიო სილვა და ლულამ პრეზიდენტ დილმა რუსელფის წინადადებაზე, დაიკავოს მის მთავრობაში მინისტრის პოსტი, თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასაკვირი ნაბიჯი გადადგა და ბრძანება გასცა, რომ სამშაბათიდან რუსეთის მთავარი სამხედრო ნაწილების სირიიდან გაყვანა დაიწყოს. მან კრემლში გამართულ მიტინგზე თქვა, რომ რუსეთის სირიაში ინტერვენციამ დიდწილად მიაღწია თავის მიზანს.
ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, რომელმაც სულ მცირე 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერორიზმს "მუხლებზე დააჩოქებს".
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პარტია დღეს გამართულ გერმანიის რეგიონულ არჩევნებში სამი შტატიდან ორში დამარცხდა. აღნიშნულ ინფორმაციას ეგზით პოლებზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
სულ მცირე 34 ადამიანია მოკლული თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს საღამოს მომხდარი ტერაქტის შედეგად. აფეთქება ავტობუსის გაჩერებაზე, გიუვენ-პარკთან, ერთ-ერთი ბიზნეს-ცენტრის სიახლოვეს, ქვეყნის პრემიერ მინისტრის და სამთავრობო უწყებების ოფისიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მოხდა.
ჯერჯერობით დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა სულ მცირე 5 ადამიანი მოკლა კოტ-დ'ივუარის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქ გრანდ ბასამიში, დაახლოებით 40 კილომეტრის დაცილებით ქვეყნის კომერციული დედაქალაქიდან, აბიჯანიდან. ინფორმაციას ამის თაობაზე BBC ავრცელებს.
ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი. ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები.
გერმანიის სამ რეგიონში ადგილობრივი არჩევნები ტარდება, რაც ერთგვარი გამოცდა იქნება კანცლერ ანგელა მერკელის პოლიტიკისა ლტოლვილების მიმართ.
ბარაქ ობამამ თეთრი სახლის დასაკავებლად მებრძოლი კანდიდატები გააფრთხილა, არ დაუშვან დაძაბულობის წარმოშობა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განცხადება, დონადლ ტრამპის მიერ ჩიკაგოში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან დაგეგმილი შეხვედრის არეულობისა და შეხლა-შემოხლის გამო გაუქმების შემდეგ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.