პენტაგონის ხელმღვანელის, ეშტონ კარტერის განცხადებით, აშშ მზად არის საჭიროების შემთხვევაში, ერაყში საბრძოლო ვერტმფრენები და ინსტრუქტორები გაგზავნოს, რათა ქალაქი რამადი „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებისგან გათავისფულდეს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც იმ პირებს, რომლებიც სირიაში, ერაყსა და ე.წ. საეჭვო ქვეყნებში ბოლო 5 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ, უვიზო შესვლა ამერიკაში აეკრძალებათ. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება.
"რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებს 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიას, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამონათქვამები მუსლიმების მიმართ ფართო კრიტიკის საგნად იქცა.
პოლიციამ პარიზში ბატაკლანის მუსიკალურ თეატრზე მე-3 თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა მანუელ ვალსმა გააკეთა. ვალსმა არ დაასახელა თავდამსხმელის ვინაობა, მაგრამ არ უარყო მასმედიით გაჟღერებული ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი, სტრასბურგელი 23 წლის მამაკაცი, ფოედ მუჰამედ აგადია.
"რიგ ქვეყნებში ფრენების აკრძალვა ტერაქტის განმეორების საფრთხის გამოა შემოღებული" - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა ავღანეთში, ყანდაარის აეროპორტზე ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად.
პოლიციამ პარიზში ბატაკლანის მუსიკალურ თეატრზე მე-3 თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოახდინა. თავდამსხმელი, სტრასბურგელი 23 წლის მამაკაცი, ფოედ მუჰამედ აგადია. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" წერს.
ამერიკელი მილიარდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ანტიისლამური რიტორიკა შეერთებულ შტატებში პოლიტიკოსების კრიტიკის მიზეზი გახდა.
სირიელმა მეამბოხეებმა ჰომსის იმ ნაწილიდან, სადაც გამაგრებულნი იყვნენ, ევაკუაცია დაიწყეს. ამ პროცესს სათავე დაუდო სირიის მთავრობასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულმა გადაწყვეტილებამ. BBC -ს ცნობით, შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ მთელ ქალაქზე კონტროლს სირიის მთავრობა აიღებს.
გაემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 21-ე კონფერენციის ფარგლებში, ესტონეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს, მარკო პომერანტს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.