უფრო მეტი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ენრეგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერის კახა კალაძის განცხადებას - "1 ოქტომბერი ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში" - ეხმაურება და ამბობს, რომ ამ დონეზე გადაგვარებული პოლიტიკოსი არსად უნახავს.

სრულად...

რუსულმა ბომბდამშენებმა პირველი იერიში სირიის პროვინცია ჰომსთან განლაგებულ "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე ლატაკიის ავიაბაზიდან მიიტანა. "ინტერფაქსის" ცნობით, ბოევიკების პოზიციები "სუ-24" ტიპის ბომბდამშებიდან დაბომბეს.

სრულად...

ვაზიანში მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში "მტკიცე მხარდაჭერის" საერთაშორისო მისიაში ჩართვისთვის ქართული კონტინგენტის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

სრულად...

თალიბანის მებრძოლებმა გუშინ ავღანეთის ქალაქი კუნდუზი აიღეს. ეს ერთ-ერთი ქალაქია, რომელშიც ბაჩა ბაზი (სიტყვასიტყვით ”ბიჭებით თამაში”) გავრცელებული პრაქტიკაა. სწორედ ამას უკავშირდება რამდენიმე დღის წინ გავრცელებული The New York Times-ის სტატია, რამაც პენტაგონი სკანდალში გახვია.

სრულად...

ამერიკელმა მეცნიერებმა მარსზე წყალი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ BBC იუწყება. მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია, იციან მარსზე გაყინულ მდგომარეობაში წყლის არსებობის შესახებ, თუმცა თხევად მდგომარეობაში წყლის აღმოჩენის ყველა მცდელობა აქამდე უშედეგო იყო.

სრულად...

საქართველო, განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, კლიმატური ცვლილებებისგან საკმაოდ დაუცველია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეოთხე ინტერაქტიულ დიალოგში - „ჩვენი პლანეტის დაცვა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა“ განაცხადა, რომელიც 2015 წლის გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში გაიმართა.

სრულად...

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.

სრულად...

რაგბიში საქართველოსა და არგენტინის ეროვნულ გუნდებს შორის დღეს საღამოს გლოსტერში შეხვედრა გაიმართება. ამ თემას პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე "ფეისბუქით" ეხმაურება. კირვალიძე თვლის, რომ "ქართველი ჯარისკაცის დაღუპვამ და მისმა მხარდაჭერის სურვილმა ჩვენი სარაგბო ნაკრების მიმართ, დამატებით მოტივაცია გაუჩინა ჩვენს საამაყო მორაგბეებს".

სრულად...

საუდის არაბეთში მომხდარი ჭყლეტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ სულ მცირე 717 ადამიანამდე მიაღწია. დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი.

სრულად...

საუდის არაბეთში, წმინდა ქალაქ მექას სიახლოვეს მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 400 მორწმუნე დაშავდა. ინციდენტი მექადან დაახლოებით 5 კილომეტრში მდებარე მინაში მოხდა. ამის შესახებ BBC საუდის არაბეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება. ტრაგიკული შემთხვევა ჰაჯის დროს მოხდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი