უფრო მეტი

საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დასაფუძნებლად ქართული მხარე მაქსიმალურ ძალისხმევას გასწევს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის კანცელარიაში, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

სრულად...

არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის დახურვას აანონსებს.

სრულად...

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი ჯონ ეში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. BBC -ის ცნობით, მან ჩინელი ბიზნესმენებისგან ჯამში 1,3 მილიონი აშშ დოლარის თანხა აიღო, სანაცვლოდ კი, თანამდებობრივი სტატუსის გამოყენებით, მათთვის სასურველი ინვესტიციების მოზიდვასა და კონტრაქტების გაფორმებაში ეხმარებოდა.

სრულად...

ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე მე-3 ქვეითი ბრიგადის გეგმური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაიწყო. წვრთნებში 31-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული და მესამე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დანაყოფი მონაწილეობდნენ. საჩვენებელ საველე სწავლებას დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე დაესწრნენ.

სრულად...

CNN -ის ცნობით, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ამის შესახებ ტელეკომპანია, სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. პენტაგონის მონაცემებით, რუსეთის მთავარი სამიზნე სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციაა. სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად კი, რუსეთი სირიაში ჯარისკაცებსა და შეიარაღებას აგზავნის.

სრულად...

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ზურაბ ერისთავი Facebook-ის მეშვეობით სასიამოვნო ამბავს ავრცელებს. როგორც ერისთავი წერს, მან მუშთაიდის ბაღში საფულე დაკარგა, სადაც დდი ოდენობის თანხა ჰქონდა შენახული. რაც შემდეგ მოხდა, ყველას აღფრთოვანებაში მოიყვანს.

სრულად...

"რუსთავი2"-ზე 5 ოქტომბერს გასულ სიუჟეტს ვრცელი განცხადებით პასუხობს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი. საკითხი ორი დღის წინათ გორში ჯარისკაცის გარდაცვალებას და ამ ფაქტის გამოძიებას ეხება. ხიდაშელი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ს არაობიექტურობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სიუჟეტი, რომელიც ამ თემაზე მომზადდა, "სტანდარტულ - სამარცხვინო - ნაცმოძრაობული წინასწარი დასკვნებით, რუსთავი2-ის მიერ გამოტანილი განაჩენით და უსირცხვილო მინიშნებებით სავსე სიუჟეტი"-ა. 

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილს აკრიტიკებს. ზურაბიშვილი აშშ-ში გიორგი მარგველაშვილის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მის მიერ ემიგრანტების წინაშე ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე გამოთქმულ მოსაზრებას არ ეთანხმება და კითხულობს: "არ ვიცი ეს რას მივაწერო, ფილოსოფოსობას თუ საკითხში გაურკვევლობას - ჩანს რომ თქვენი თანამემამულეების ტკივილი ვერ გაგიგიათ".

სრულად...

ვაზიანის პოლიგონზე საინჟინრო სწავლება დასრულდა. გეგმიური საველე წვრთნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადის ორგანიზებით გაიმართა. სწავლებაში სახმელეთო ჯარების I მსუბუქი ქვეითი, IV მექანიზირებული, V ქვეითი ბრიგადებისა და სპეციალური ოპერაციების ძალების საინჟინრო ჯგუფები მონაწილეობდნენ.

სრულად...

აშშ-ს ორეგონის შტატის ქალაქ როზბურგში დამნაშავემ ერთ-ერთ კოლეჯში სროლა ატეხა. თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. ამის შესახებ BBC იუწყება. რამდენიმე დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. პოლიციის განცხადებით, დამნაშავე ლიკვიდირებულია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი