"რომელიმე დღე შეთქმულთა დღედ და შეთქმულების გამომძიებელთა დღედ უნდა გამოვაცხადოთ - ასე აფასებს იურისტი ლევან ალაფიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიების დაწყებას, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების გავრცელების მომხრეა პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე. მისი აზრით, ეს კადრები საზოგადოებამ უნდა ნახოს, "ვნახოთ და მერე ავკრძალოთ, მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაისჯებიან ისინი, ვინც ეს გაბედა და ვინც ეს დაუშვა, ვინც სისტემურ დანაშაულად აქცია ასეთი რამ 21–ე საუკუნის საქართველოში", - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვაჟა ბერიძე.
ქიბარ ხალვაში ექსპერტ გია ხუხაშვილს უპირისპირდება. ხალვაშის გაღიზიანება ხუხაშვილის იმ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ექპსერტმა ხალვაშს "რუსთავი2"-ის არაკეთილსინდისიერი მყიდველი უწოდა. ქიბარ ხალვაშმა Facebook-ით გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ხუხაშვილი სააკაშვილის და მერაბიშვილის გამოგონილ ისტორიებს სიმართლედ ასაღებს.
ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. დღეს კი გადაწყდა, რომ 2017 წელს ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს. საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე წარმოადგენს.
პრეზიდენტ მარგველაშვილის გაკრიტიკების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე დღეს გაკეთებული განცხადებები "მიუთითებს მის სრულ პოლიტიკურ გამოუცდელობასა და უუნარობაზე".
"ეს გადაცდა ყველა ზომიერების ნორმას ... ასეთი განცხადება სწორედაც იმას უწყობს ხელს, რასაც ვითომცდა პრევენციას უკეთებს... ნაცების პროვოკაციებს ეხმაურება და ლეგიტიმაციას აძლევს", - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ამერიკული რადიო NPR - ი იუწყება.
ასეთი კადრები არასოდეს ქრება უკვალოდ, როგორც ფაშიზმის დანაშაულის კადრებს ვერავინ წაშლის, აი ზუსტად ისე, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი" მანანა კობახიძე ადამიანის წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ჩანაწერების გამოქევყნებას.
მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვლად ფილატი მომდევნო 30 დღის განმავლობაში პატიმრობაში რჩება. ეს გადაწყვეტილება მოლდოვის ბუიუცანის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლეებმა მიიღეს.
უკრაინულ ვებგვერდზე დღეს გავრცელებულ ვიდეო მასალას, სადაც სავარაუდოდ, სამეგრელოში, დაბმულ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის გაუპატიურებაა ასახული, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი Facebook-ით ეხმაურება. ხიდაშელი წერს, რომ "რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო, ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.