მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვლად ფილატი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 4 წლის განმავლობაში, 2009- 2013 წლებში მოღვაწეობდა, კორუფციის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ე.წ. აფიორებში მოლდოვის მთავრობის ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების ხელშეწყობით მონაწილეობდა მოლდოვის სამი უმსხვილესი ბანკი, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარი მოიპარეს.
თავდაცვის მინისტრი თავსი ავადმყოფობის შესახე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. “მართალია ვერ ვლაპარაკობ ჯერ სათანადოდ, ძალიან ცოტას ვახერხებ და დაბალ ხმაზე, მაგრამ წესით მომავალ კვირას უკვე ავმეტყველდები კიდეც”.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სახელით, დაჭრილმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საჩუქარი მიიღეს. მჯდომარე ფრენბურთისთვის განკუთვნილი სპორტული აღჭურვილობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დიდი ბრიტანეთის ახალშეძენილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ეკიპაჟმა ჩამოიტანა.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება. 13 ივლისს ეკლესია ქრისტეს ყველა მოციქულს იხსენიებს. 14 ოქტომბერს კი – ქრისტეს კვართს.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ტონი ბლეერი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ტონი ბლეერის მეუღლის, ცნობილი ბრიტანული იურიდიული კომპანია Omnia Strategy-ის ხელმძღვანელის, ჩერი ბლეერის შეხვედრაზე აღინიშნა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია გაერთიანებული ერების დამხმარე მისიაში ავღანეთში უფროსი სამხედრო მრჩეველი გახდა.
უკრაინული „X ფაქტორის“ მორიგმა ქართველმა მონაწილემ, ანდრია გველესიანმა ჟიურის და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და მომდევნო ტურში გადავიდა.
თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 100-სს მიაღწია, 245-მდე ადამიანი კი დაშავებულია, მათ შორის 48 მძიმე მდგომარეობაშია. ანკარაში მომხდარ აფეთქებას უკვე ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
ანკარაში მომხდარი 2 აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაშავდა. ამის შესახებ BBC იტყობინება. თურქული მედიის ცნობით კი, დაღუპულია სულ მცირე 20 ადამიანი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის ფინანსური მხარდაჭერისთვის, რაც ჯამში ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.