ექსპერტი ლევან ალაფიშვილი სოციალურ ქსელში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის არსს განმარტავს და ამბობს, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც პროფესორმა კლაუს შვაბმა დააფუძნა და სწორედ მისი "კომპეტენციაა ყოველწლიურ შეხვედრაზე მონაწილეთა შერჩვა და მოწვევა" და საკითხს იმის თაობაზე "ქვეყნიდან რამდენ წარმომადგენელს მიიწვევენ დავოსის შეხვედრაზე, წყვეტს პროფესორი შვაბი და მისი აპარატი".
უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში ნაციონალისტებმა ლენინის ძეგლი კვირას (28 სექტემბერი, 2014) ღამით ჩამოაგდეს. ქალაქის ცენტრში შეკრებილი ხალხი ოვაციებით შეხვდა საბჭოთა ბელადის ძეგლის ჩამოგდებას, რომელსაც ზურგს უმაგრებდა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება.
იაპონიაში ონტაკის მთის სიახლოვეს, სადაც ვულკანი ამოიფრქვა, 31 მოლაშქრეა ნაპოვნი, რომელთაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობათ.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ნიუ–იორკში სწავლობენ. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში წარიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, თავის ავღანელ კოლეგას, ბისმილა ხან მუჰამადს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ამერიკულ სამხედრო ბაზა "ფენიქსზე" ქართველი სამხედროები მოინახულა.
მასწავლებელთა ატესტაციის არსებული წესი იცვლება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე გააქვს საკითხი ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირებისა და სკოლის ექიმის საქმიანობის საპილოტე პროგრამას იწყებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთვის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციას დიდი მნიშვნელობა აქვს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლებას – "ვაზიანი 2014″ დაესწრო, რომელიც თავდაცვით ბრძოლაში კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწასა და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.