GUARDIAN.GE - იაპონიაში ოთხშაბათ ღამით, ადგილობრივი დროით 23:36 საათზე მომხდარმა მძლავრმა მიწისძვრამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაზიანებები აქვს მიღებული სულ მცირე 90 ადამიანს, ელექტროენერგია კი დროებით 2 მილიონზე მეტ მობინადრეს გაეთიშა, მათ შორის 700 000 ოჯახს ტოკიოში, იტყობინება BBC.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც თავდაცვის მინისტრების დონეზე საგანგებო შეხვედრები მიმდინარეობს. ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს, უკრაინის, ფინეთის, შვედეთის თავდაცვის მინისტრები და ევროკავშირის წარმომადგენელი დაესწრნენ.
არ გაბედოს რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ სანქციების გვერდის ასავლელად ქართულ ნაწარმად შეფუთვა რუსული ლითონის, ძვირად დაუჯდებათ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს.
GUARDIAN.GE - იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე ზეწოლას, რომ ოფიციალურად თქვას უარი ნატოში გაწევრიანებაზე, დათანხმდეს ნეიტრალიტეტს და ოფიციალურად აღიაროს დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის სეპარატისტული პროვინციები, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ჰორიზონტზე არ ჩანს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში კი უკრაინის ნეიტრალიტეტის თაობაზე პუტინისგან წამოსული ინიციატივის განსახილველად მოლაპარაკებების დაწყება დასაშვებად მიიჩნია.
GUARDIAN.GE - იაპონიის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონია დამატებით კიდევ 17 რუსის აქტივებს გაყინავს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი სანქციების სამიზნე ჯგუფში მოხვდნენ მილიარდერ იური კოვალჩუკის ოჯახის წევრები, რუსეთის პარლამენტის წევრები და რუსი ოლიგარქი ვიქტორ ვეკსელბერგი.
რუსების ისტორიული კატასტროფა და ტრაგედია ისაა, რომ სახელმწიფო კონსტრუქცია ვერ ააგეს, ისტრიული ტრაექტორია განვითარებისა არ იყო უწყვეტი და საკუთარი კულტურული წიაღიდან გამომდინარე: წყვეტები იყო უზარმაზარი ნახტომებით და სრულიად სხვადასხვა პარადიგმებზე აგებული!
GUARDIAN.GE - დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი და სამმა დაზიანება მიიღო უკრაინის დედაქალაქ კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, იტყობინება უკრაინის სახელმწიფო ტელევიზია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებით კი, დღეს დილით, ადგილობრივი დროით 07:40 საათზე დაბომბვის შემდეგ, ორი ცხედარია ნაპოვნი, სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„9 აპრილს რუსეთიდან შემოსულ ტურისტებს რომ დახვდები, ლარსის გამშვებ პუნქტზე, 9 აპრილს, 1989 წლის 9 აპრილის, 1991-93 და 2008 წლების სამი ომის შემდეგ, არა 1, 17 ან 37, არამედ 9 აპრილს, რა სიმბოლურია, არა?!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ექსპერტი ამირან სალუქვაძე წერს და ამის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც 2012 წლის 9 აპრილს, ლარსის გამშვებ პუნქტზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი ხელისუფლების წარმომადგენელი, მცხეთა-მთიანეთის მაშინდელი გუბერნატორი, ცეზარ ჩოჩელიც ჩანს.
მიმდინარე წლის 20-25 მარტს, საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს სწავლებას უმასპინძლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.