უფრო მეტი

GUARDIAN.GE - ბელარუსის სამხრეთში მდებარე ქალაქ გომელში უკრაინა-რუსეთს შორის გამართულ პირველ მოლაპარაკებებში უკრაინის მხრიდან ჩართული ბანკირი დენის კირეევი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მისი დაკავების დროს იქნა მოკლული. იგი სახელმწიფო ღალატში იყო ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული OBOZREVATEL-ი ავრცელებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომის მოგება. ამის შესახებ მან BBC-ის უთხრა, თუმცა აღნიშნა, რომ არ შეუძლია თქმა იმისა, თუ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს კონფლიქტი. მან უკრაინელი ხალხის „უჩვეულო გამძლეობა“ შეაქო.

სრულად...

გარდაიცვალა თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მინერალოგია-პეტროლოგიისა და სასარგებლო წიაღირსეულის კათედრის გამგე, პროფესორი ბეჟან თუთბერიძე.

სრულად...

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა, წინა ორი კვირის მსგავსად, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში მნიშვნელოვნად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 1,5%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,6%-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანახმად, 24 თებერვლიდან, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, 4 მარტამდე, 1.2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა უკრაინა.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინოს ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთთან, მეზობელ სახელმწიფოებს კი - რომელთა მიმართაც მოსკოვს, მისი თქმით, „არავითარი ბოროტი ზრახვები“ არ გააჩნია - ურჩია არ მოახდინონ ვითარების ესკალაცია და შეზღუდვების დაწესება.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის სიდიდით მეორე ყველაზე მსხვილი სანავთობო კომპანია „ლუკოილი“ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებისა და პრობლემების სერიოზული მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმას ზაპოროჟიეს ბირთვულ ქარხანაზე შესაძლოა „ექვსი ჩერნობილის“ ტოლფასი გამანადგურებელი შედეგი გამოეწვია. სატელევიზიო მიმართვა მან ასე დაიწყო: „უკრაინელო ხალხო! ჩვენ გადავრჩით ღამით, რომელსაც შეეძლო შეეჩერებინა ისტორიის მსვლელობა - უკრაინის ისტორიის, ევროპის ისტორიის“. მისი თქმით, რუსეთმა იცოდა, რას აკეთებდა, როცა ჭურვებს პირდაპირ სადგურს უმიზნებდა და ამას მან „გაუგონარი დონის ტერორის აქტი“ უწოდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის „სერიოზულად შემაშფოთებელ ვითარებაზე ესაუბრა“, - ამის შესახებ ჯონსონი „ტვიტერში“ წერს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ზაპოროჟიეს ბირთვულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ბირთვულ ქარხანას ჭურვებს რუსული ჯარები ესვრიან. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ იგი კავშირზეა უკრაინის ხელისუფლებასთან მას შემდეგ, რაც ქარხანაზე იერიშის მიტანის ცნობები გავრცელდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი