უფრო მეტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში მარია ქრისტინა ვან კოლდამს შეხვდა. მან თავდაცვის მინისტრს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალი თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ერიკ ვან ვურენი წარუდგინა. 

სრულად...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის 98-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული რამდენიმე მოსწავლე უკვე ჩაირიცხა.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებთან იქნება დაკავშირებული, უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით და არა მხოლოდ მის მიერ. აღნიშნული განცხადება მან უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გააკეთა. „ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც გადაწყდება პარლამენტის და უკრაინელი ხალხის მიერ“, - თქვა მან.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსულმა გამოცემამ „კომსომოლსკაია პრავდამ“ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, შემდეგ კი წაშალა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის ომში რუსული შეიარაღებული ძალების 9 861 სამხედრო პირია მოკლული.

სრულად...

GUARDIAN.GE - ჩინეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბოინგი 737-800, რომლის ბორტზეც 132 ადამიანი იმყოფებოდა, ორშაბათს სამხრეთ ჩინეთში, პროვინცია გუანჯოუში, მთებში ჩამოვარდა. სახანძრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კატასტროფის ადგილზე სიცოცხლის ნიშნები არ აღინიშნებოდა, იტყობინება Reuters-ი სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი პარასკევს პოლონეთში ჩავა მას შემდეგ, რაც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატოს მოკავშირეებს, დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება, - იტყობინება თეთრი სახლი.

სრულად...

„ხუთასამდე ადამიანმა მომწერა რომ მოხალისედ სურთ უკრაინაში წამოსვლა. ბევრი უპასუხოდ დავტოვე, ამიტომ აქ დავწერ საჯაროდ და ყველასთვის“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მისი ქმედებები გამო საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მიმართვისას პრო-დასავლელ რუსებს „ეროვნული მოღალატეები“ უწოდა. „დასავლეთი შეეცდება დაეყრდნოს ე.წ. მეხუთე კოლონას, ეროვნულ მოღალატეებს, მათ, ვინც ფულს შოულობენ ჩვენთან, მაგრამ ცხოვრობენ იქ. მე „იქ ცხოვრებაში“ ვგულისხმობ არა ამ სიტყვის გეოგრაფიულ მნიშვნელობას, არამედ მათი ფიქრების, მათი მონური ცნობიერების მიხედვით ცხოვრებას“, - განაცხადა პუტინმა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „სამხედრო დამნაშავე“ უწოდა. ბაიდენის მიერ პუტინისადამი ამგვარი ტერმინის გამოყენება პირველი შემთხვევაა. თეთრმა სახლმა მოგვიანებით განაცხადა, რომ პრეზიდენტი „თავისი გულიდან საუბრობდა“. მიუხედავად ამისა, კრემლმა აღნიშნულ შეფასებას „მიუტევებელი რიტორიკა“ უწოდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი