ვუყურებ უკრაინის ამბებს და ვუსმენ მსოფლიოს პოლიტიკოსების გნცხადებებს. ყველა უკლებლივ იწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ ჩვენ უნდა მოგვეხდინა რეაქცია პუტინის აგრესიაზე, როცა საქართველოში შეიჭრაო.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს შვილის თანამებრძოლებმა დედის დღე მიულოცეს.
„ჩვენ არ ვიმყოფებით რუსეთთან ომში“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ერისადმი მიმრთავაში. მან თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომმა ევროპაში „ნაპრალი“ შექმნა.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ „ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ნებისმიერი რიტორიკა სახიფათოა“. NBC-ისთან ინტერვიუს დროს ოსტინს ჰკითხეს, უნახავს თუ არა რაიმე ქმედება, რომელიც მხარს უჭერს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებებს რუსეთის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით.
GUARDIAN.GE - კიევის მიმართულებით მოძრავი ასეულობით რუსული ჯავშანტექნიკა ამჟამად გზაზე „რჩება გაჩერებული“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. „მათ, ჩვენი საუკეთესო შეფასებით, არ მიუღწევიათ რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესისთვის ბოლო 24-36 საათის განმავლობაში”, - თქვა კირბიმ ოთხშაბათს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე.
უკრაინის საგანგებო სამსახურის განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ამ დრომდე 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. „ყოველ საათში ბავშვები, ქალები და ჩვენი თავდაცვის ძალები კარგავენ სიცოცხლეს“, - აცხადებენ საგანგებო სამსახურში.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ამჟამად მინსკში იმყოფება და ერთ-ერთი სცენარის მიხედვით კრემლი მისი „უკრაინის პრეზიდენტად“ გამოცხადებას შეეცდება, იტყობინება უკრაინული მედია ქვეყნის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით.
GUARDIAN.GE - უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები და დაბომბვები არ შეჩერებულა. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვის დაბომბვებისას სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაიჭრა, როგორც ამას BBC ქალაქის მერზე დაყრდნობით იტყობინება.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესისადმი ერთსაათიან მიმართვაში განაცხადა, რომ „თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს ტირანიაზე“. მის სიტყვას ტაში მოჰყვა როგორც „დემოკრატების“, ისე „რესპუბლიკელების“ მხრიდან. ბაიდენმა აღნიშნა, რომ „პუტინის ომი წინასწარ იყო განზრახული და მან უარი თქვა დიპლომატიის არაერთგზის ძალისხმევაზე“.
GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, როემელიც ვარშავაში მთავარ ევროპელ მოკავშირეებთან საგანგებო შეხვედრებისთვის ჩავიდა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ნათელია, პუტინი მზად არის გამოიყენოს ბარბაროსული და განურჩეველი ტაქტიკა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ; დაბომბოს საცხოვრებელი კორპუსები; გაგზავნოს რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებში ბავშვების მოსაკლავად“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.