უფრო მეტი

GUARDIAN.GE -  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის დაბომბვას, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა, სამხედრო დანაშაული უწოდა. „ეს ნამდვილად სამხედრო დანაშაული იყო. მშვიდობიანი ქალაქი. მშვიდობიანი საცხოვრებელი კვარტლები. არა სამხედრო ობიექტები. ათეულობით თვითმხილველის ნაამბობი მოწმობს, რომ ეს ადამიანების განზრახ განადგურება იყო. რუსებმა იცოდნენ, თუ სად ისროდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სრულად...

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა სულ ახლახან დაადასტურეს, რომ სულ მცირე 70 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა თავიანთ ოხტირკის სამხედრო ბაზაზე რუსული საჰაერო დარტყმებისას.

სრულად...

GUARDIAN.GE - ბელარუსიდან დაძრული რუსული არმია განაგრძობს კიევის მიმართულებით მტკიცე სვლას. სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ შეიარაღებული კოლონა დაახლოებით 65 კილომეტრის (40 მილი) სიგრძეზეა გადაჭიმული. როგორც CNN იტყობინება, უზარმაზარი სამხედრო კოლონა ჯავშანტექნიკისგან, ტანკებისგან, არტილერიისგან და სხვა ლოგისტიკური სატრანსპორტო საშუალებებისგან შედგება. CNN-ის ცნობითვე, რუსულმა სამხედრო კოლონამ კიევის გარეუბნებამდე მიაღწია.

სრულად...

GUARDIAN.GE - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ორშაბათს ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, სადაც გაიმეორა საერთაშორისო მოწოდებები მოსკოვისადმი, შეაჩეროს თავდასხმები უკრაინაზე და ხაზი გაუსვა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას, -ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაში.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრიდან მე-5 დღეს კრემლი საკმაოდ შორს არის მისი საბოლოო გეგმების განხორციელებისაგან, რაც შესაძლოა უკრაინის მთავრობის დამხობას და ხელისუფლების სათავეში პუტინის მარიონეტი ლიდერის მოყვანას უკავშირდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები უკრაინის დედაქალაქიდან მხოლოდ 30 კილომეტრის მოშორებით იკავებენ პოზიციებს, კიევი მაინც უკრაინელების ხელში რჩება. დღეს დილიდან ქალაქში კომენდანტის საათი გაუქმებულად გამოცხადდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, განა მალიარი რუსული სამხედრო დანაკარგების შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ინფორმაციას ავრცელებს. მისი ცნობით, 24 თებერვლიდან დღემდე, 28 თებერვლის დილის 6:00 საათამდე, რუსული შეიარაღებული ძალების დანაკარგებმა, პირველადი შეფასებით, 5 300 ჯარისკაცი შეადგინა.

სრულად...

„გაუთენდა რუსეთს შავი ორშაბათი. რუბლიც მკვეთრად ეცემა. ეს მხოლოდ დასაწყისია“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, იაპონიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ თავის ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის განლაგების სადავო წინადადება წამოაყენა. აბემ ამის შესახებ კომენტარი უკრაინის კრიზისზე სატელევიზიო ინტერვიუს დროს გააკეთა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ბელარუსში გამართულმა კენჭისყრამ გზა გაუხსნა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოს და ამჟამინდელ კრემლის მოკავშირეს ბირთვული იარაღის მისაღებად, პირველად მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 1990 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა და თავისი ნებით დათმო ბირთვული ქვეყნის სტატუსი.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების განსაკუთრებულ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ მან კრემლში რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან და და გენშტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას განაცხადა. საუბარი რუსეთის ბირთვული შემაკავებელი ძალების სპეციალური განგაშის რეჟიმზე გადაყვანას ეხება.   

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი