მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას გადაეცა. ნობელის პრემიაზე წელს წარდგენილი იყო 318 კანდიდატი – მათ შორის 211 ადამიანი და 107 ორგანიზაცია.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთი-აფრიკის ონლაინ ბიზნეს ფორუმის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების ერთადერთი გზა, სომხური ოკუპაციის შეწყვეტაა.
"62 წლის ივერი მელაშვილს რომ დაჰგურგურებთ, ასაკოვანია, მოხუცია და ემანდ არაფერი მოუვიდესო, 69 წლის აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე რომ დააპატიმრა მანიაკმა სააკაშვილმა, მაშინ რატომ არ შეწუხდით მისი ასაკის გამო?!
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის გრაფიკს ითხოვს. მისი თქმით, გრაფიკი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა უნდა დაამტკიცონ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა Home-ში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა HR პროფესიონალთა ასოციაციისა (HRPA) და ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (ICDC) წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ორი მიმართულება განიხილეს: HR პროფესიონალების ჩართულობის გაზრდა პროფესიული განათლების სისტემაში და საჯარო-კერძო სექტორების თანამშრომლობის ხელშეწყობა.
საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანმანქანებით აღიჭურვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება „პარტიული ტელევიზიების მიერ მომზადებულ სიუჟეტებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ“ და აცხადებს, რომ „ცრუ და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება, მოცემული ტელევიზიების მხრიდან, ჯარის პოლიტიკურ პროცესთან ხელოვნური დაკავშირებისა და უმნიშვნელოვანესი საჯარო ინსტიტუტის იმიჯის დაკნინების ამაო მცდელობაა“.
აზერბაიჯანის არმიამ ყარაბაღის სამხრეთ მიმართულებაზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.