106 წლის დიდი ბებია ბირმინგემიდან დიდ ბრიტანეთში ყველაზე ხანდაზმული პაციენტია, რომელმაც კორონავირუსზე მკურნალობის შემდეგ საავადმყოფო გამოჯანმრთელებულმა დატოვა. აღნიშნულის შესახებ ბრიტანული მედია წერს.
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის პირადი შემადგენლობა სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინდივიდუალური დაცვის პლასტიკურ ნიღბებს ამზადებს.
აშშ-ის შეიარღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარის, გენერლის, მარკ მილის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსი ხელოვნურად იყოს შექმნილი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ინსტრუქცია გასცა თავისი ადმინისტრაციის მიმართ, რომ შეაჩერონ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსება, რადგან აღნიშნულმა ორგანიზაციამ „ვერ გაართვა თავი თავის მთავარ მოვალეობას“, სათანადოდ შეეფასებინა ჩინეთში კორონავირუსის პირველი აფეთქება და შემდგომი პროცესები.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით საკონტროლო გამშვები პუნქტების მუშაობაში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. 22 მარტიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო ხსნარით 487 930 ავტომანქანა დაამუშავეს, ხოლო თერმოსკრინინგი 962 955 ადამიანს ჩაუტარეს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 75 საკონტროლო პუნქტია შექმნილი, რომლებსაც თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად აკონტროლებს.
მოსკოვში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 15 აპრილამდე იყო გამოცხადებული, 11 მაისამდე გაახანგრძლივა, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში კორონავირუსის ეპიდემიის შემცირების ნიშნებია.
ანტიკურ საბერძნეთში, პელოპონესის ომის დასაწყისში, ქრისტეშობამდე 430-429 წლებში, ათენელებს თავს დაატყდათ უდიდესი უბედურება ჭირის სახით, რომელმაც ქალაქში ხალხის არაჩვეულებრივი თავმოყრის გამო, გავრცელების მეტად კარგი ნიადაგი ჰპოვა.
„საქართველოში საშიში ვირუსის ეპიდემია მძვინვარებს. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და მოქმედებს კომენდანტის საათი. აკრძალულია არათუ ხალხმრავალი ღონისძიებები, არამედ სამზე მეტი ადამიანის შეკრებაც კი. ეს ეხება ყველა იმ ადგილს, სადაც ადამიანები შეიძლება იკრიბებოდნენ. გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში, აქამდე გაწეული ყველა მონდომება და ძალისხმევა, შესაძლებელია, წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს, მაგრამ ვინ უნდა იყოს კანონის შესრულებასა და გამონაკლისის არ დაშვებაზე ზედამხედველიც და პასუხისმგებელიც? რა თქმა უნდა, სახელმწიფო!
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დასავლეთის სარდლობის სამოქმედო არეალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები დაემატა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკიდან გამომდინარე დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს II ქვეითი ბრიგადა შსს-ს ძალებთან ერთად უკვე მეორე დღეა აკონტროლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.