თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ავღანეთში ვიზიტი ქაბულში დისლოცირებული ასეულის მონახულებით დაასრულა.
ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ხელმძღვანელთან, გენერალ ჯონ ნიკოლსონთან შეხვედრა გამართეს.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ათეულის მეთაურის სერჟანტის კურსის საწყისი-საბრძოლო მომზადების მეორე ეტაპის დასრულების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეებმა სერჟანტის კრედოს წარმოთქმით დაიწყეს. სერჟანტებს კურსის დასრულება წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
მექსიკაში, ქალაქ ტულტეპეკში, რომელიც პიროტექნიკის ქალაქადაა ცნობილი, ფოიერვერკების საწყობში მომხდარ ინციდენტს 24 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ორმოცამდე ადამიანი. დაზარალებულებს შორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებიც არიან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ავღანეთში ვიზიტის დროს, ბაზა „კუნდუზის" მიმართულებით თავდასხმა განხორციელდა. თავდაცვის უწყების ცნობით, არაპირდაპირი ცეცხლის შედეგად არავინ დაშავებულა.
რიგაში, ოთხშაბათს, „სპუტნიკ ლატვიას“ მთავარი რედაქტორი ვალენტინს როჟენცოვსი დააკავეს და 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პროექტი „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფაზა II“ შემაჯამებელი კონფერენცია გამართა. დავითაშვილმა, კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ (ADC) და კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის და საქართველოში ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოში მოვლენილ თურქ მრჩეველთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
კანადაში, კვიბეკის რეგიონში, სადაც ტემპერატურამ +40 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, სიცხისა და ჰაერის მაღალი ტენიანობისაგან სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა - მათგან 12 ქალაქ მონრეალში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.