92 წლის ამერიკელმა ქალმა ცეცხლსასროლი იარაღით თავისი 72 წლის ვაჟიშვილი მოკლა იმის გამო, რომ მზრუნველობამოკლებულთა სახლში მისი გადაყვანა აეცილებინა თავიდან, იტყობინება BBC.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 371 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 57 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
მანავის რეინჯერთა მომზადების სკოლაში სპორტულ-შემეცნებითი პროექტის, „მომავლის ბანაკის“ გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია და კახეთის რეგიონის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრნენ.
მალაიზიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ნაჯიბ რაზაკი ანტი-კორუფციული სააგენტოს მიერ მის სახლში იქნა დაპატიმრებული. მას ბრალი ოთხშაბათს უნდა წარედგინოს. კუალა ლუმპურის უმაღლეს სასამართლოში სხდომა 08:30 საათზე უნდა დაიწყოს, იტყობინება BBC.
თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა და ნუკრი გელაშვილმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის „პარტნიორობა დემოკრატიისთვის" დელეგაციას უმასპინძლა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეროვნული ტყის ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საველე პირობებში გამართული შეხვედრის მიზანი ტყის ეროვნული აღრიცხვისთვის საჭირო ხელსაწყოების დემონსტრირება იყო.
ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის პროცესს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პირადად გაეცნო. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია რამდენიმე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი ყაზარმა,შტაბის შენობა და სასადილო. ასევე აშენებულია საკლასო ოთახების შენობა, სადაც ამ დროისთვის რემონტი მიმდინარეობს.
აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 25 წელი გავიდა. დღეს, ტამიშის ოპერაციის დროს დაღუპული გმირები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებულმა ბომბმა ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჯალალაბადში სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან უმეტესობა ქვეყნის უმცირესობაში მყოფი სიხის წევრები არიან, იტყობინება BBC.
გარკვეულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და დაზუსტებას საჭიროებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.