ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ ამოცანით მართვასა და მცირე ზომის ქვედანაყოფების ეფექტურობაზე ისაუბრა.
„საქართველოს თავდაცვა ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
„ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა ძალაშია. ყველა წევრმა ქვეყანამ დააფიქსირა პოზიცია, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან იზორიამ.
კალიფორნიაში მფრინავი ავტომობილი გამოსცადეს, რომელსაც საფრენად პილოტის მართვის მოწმობა არ სჭირდება.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო შეჯიბრებებში გამარჯვებულ დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლა. ზაალ კაპანაძემ სამხედრო მოსამსახურეებს საპატიო სიგელები გადასცა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სნაიპერული შაშხანიდან სროლის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის სასროლეთზე ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 10 გუნდი მონაწილეობდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს დეკლარაციაში მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება.
ბრიუსელში, სადაც მეორე დღეა ნატოს სამიტი მიმდინარეობს და სადაც ჯერჯერობით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნები დომინირებს, ალიანსის ლიდერები თავიანთი ყურადღების ავღანეთის კონფლიქტისადმი მიპყრობას გეგმავენ.
ნორიოს საწვრთნელ არეალში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის ფაზაში (GDRP-T), IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის კულმინაციური შემაჯამებელი სწავლება მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.