მოსკოვის ცენტრში მდებარე მსხვილ სავაჭრო ცენტრ „ატრიუმის“ სახურავზე გაჩენილი ხანძრის გამო, სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა, იტყობინება „რია ნოვოსტი“, დედაქალაქის საგანგებო სიტუაციების წარმომადგენელზე დაყრდნობით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) პირველ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ რეიდის ოპერაცია განახორციელა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით, „გელათი 2018“ დაიწყო.
საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენაზე - „ევროსატორი“ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოდგენილ იქნა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია.
უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა პროგრამა - საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის მეორე ეტაპი დაიწყო.
კოჯორში სერჟანტთა ათეულის მეთაურის კურსის მსმენელების მიერ საჩვენებელი სიტუაციური სწავლება გაიმართა. სწავლებაში სამხედრო მოსამსახურეები, ქვეითი ათეულის მეთაურის კურსის მსმენელები, შემფასებელი-ინსტრუქტორები და უზრუნველყოფის დამხმარე ჯგუფი მონაწილეობდა. ათეულის დავალებას ტაქტიკური გადაადგილების დროს მოწინააღმდეგის აღმოჩენა და განადგურება წარმოადგენდა.
საქართველოსა და კანადის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში თავდაცვის რესურსების მართვის კურსი მიმდინარეობს. ტრენინგს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) მასპინძლობს და მას კანადის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უძღვებიან.
თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა, როგორც ამას საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი იტყობინება.
თურქეთის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების არაოფიციალური შედეგები აჩვენებს, რომ მან არჩევნები პირველივე ტურში მოიგო.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნებში წინაა, როგორც ამას BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება მას შემდეგ, რაც ხმების მეხუთედი დათვლილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.