ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის ფხენიანში ჩასულ მაღალი რანგის დელეგაციას სადილზე უმასპინძლა. როგორც BBC იუწყება, მას შემდეგ რაც 2011 წელს ახალგაზრდა ლიდერმა ძალაუფლება აიღო ხელში, სეულიდან ჩასულ ოფიციალურ პირებს კიმი პირველად შეხვდა.
სასტუმრო „მერკურში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეგიონული სემინარი“ გახსნა.
საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება. სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორი ბალკანეთის, კავკასიისა და შავი ზღვის საკითხებში, დოქტორი ტიფანი პეტროსი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იოჰანეს დაუმას შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა.
მექსიკელი რეჟისორის, გილმერო დელ ტოროს ფილმმა „წყლის ფორმა“ „წლის საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში კინოაკადემია „ოსკარის“ მთავარი პრიზი მოიპოვა.
სირიის აფრინის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში 59 თურქი სამხედრო პირი და მებრძოლია მოკლული. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“, ძირითადად ქურთებისაგან შემდგარი „სირიული დემოკრატიული ძალების“ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიის პრო-სამთავრობო ჯარების სულ მცირე 36 წარმომადგენელია მოკლული თურქული საჰაერო დარტყმების შედეგად აფრინის რეგიონში, როგორც ამას BBC სადამკვირვებლო ჯგუფზე დაყრდნობით იტყობინება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის თავდაცვის მინისტრს, ვიგენ სარგსიანს შეხვდა. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
უკრაინის პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა უმაღლეს რადასთან არეულობების მოწყობისთვის, იტყობინება უკრაინის ეროვნული პოლიცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.