საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ალბანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ბარდილ კოლჩაკუ ესტუმრა.
საქართველოში ვიზიტად მყოფმა შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში თემაზე „შვედეთის თავდაცვის პოლიტიკა და გამოწვევები ევროპულ უსაფრთხოებაში“ ლექცია წაიკითხა.
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მასზე გავლენას ვერ ახდენს დასავლეთის მცდელობა მიაკერონ მას მსოფლიოს მთავარი ბოროტმოქმედის სახელი.
სულ მცირე 5 ადამიანია დაღუპული ჩეჩნეთში სპეცსამსახურების Ми-8-ს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, იტყობინება ამ წუთებში „რია ნოვოსტი“ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წყაროზე დაყრდნობით.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ნახევარძმა, კიმ ჩენ ნამი მალაიზიაში, ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ბრძანებით ქიმიური თავდასხმის შედეგად იქნა მოკლული. აღნიშნულს შეერთებული შტატები ამტკიცებს და ამის საპასუხოდ ფხენიანს ახალ სანქციებს უწესებს.
ტოტალური თავდაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი სწავლებები, სავალდებულო სამხედრო სამსახური, რეზერვის ახალი კონცეფცია - ეს ის საკითხებია, რომელზეც შვედეთის თავდაცვის მინისტრმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას, ყურადღება გაამახვილა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეკონომიკური მრჩეველი გარი კონი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ქალები პოლიციაში“ მონაწილეობენ.
შვედეთის სამეფო 2019 წელს „ნატო-საქართველოს სწავლებაში” ჩაერთვება - ამის შესახებ დღეს შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგას დაუდასტურა. პიტერ ჰულტქვისტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის მიერ ფხენიანში წარგზავნილ სპეციალურ დავალებათა ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ განზრახული აქვს დაიწყოს „ახალი ისტორია სამშობლოს გაერთიანების“, იტყობინება ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.