ისრაელის სამხედრო თვითმფრინავმა სირიაში ირანული სამიზნეების წინააღმდეგ იერიშის მიტანისას კატასტროფა განიცადა, განაცხადა ისრაელის სამხედრო ძალებმა.
ტრამპის ოფიციალური გამოსვლების დამწერი დევიდ სორენსენი აშშ-ის პრეზიდენტის მეორე თანაშემწე გახდა ამ კვირას, რომელიც ოჯახური ძალადობის ბრალდებების გამო თანამდებობიდან გადადგა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ახალ ექსპერტებს შეხვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის სახელით გამართული ვახშამი გამოტოვა, სადაც იგი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს ცერემონიულ მეთაურთან, კიმ ჩენ ნამთან უნდა მისჯდომოდა მაგიდას.
კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ხუთშაბათს, სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე ერთი დღით ადრე, სამხედრო აღლუმი ჩაიბარა, სადაც ქვეყნის ყველაზე მძლავრი შეიარაღება იყო წარმოდგენილი, მათ შორის კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონგ 15“, იტყობინება ჩინური Xinhuanet-ი კორეის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით.
შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ დაბლიუ ბუშმა აღიარა რუსეთის ჩართულობა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, განაცხადა რა, რომ „არსებობს საკმაოდ ნათელი სამხილი, რომ რუსები ჩაერიენ“.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრი თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ეწვია.
ესტონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი სტუმრობს. ესტონელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სკოლის ბაზაზე სწავლების შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.