კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აქცია პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით გაიმართა. უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში წესრიგს დაახლოებით სამი ათასი პოლიციელი იცავს.
„ასემანის ავიახაზების“ ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ირანში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფისას არავინ გადარჩენილა და ბორტზე მყოფი 66-ივე ადამიანი დაღუპულია, იუწყება BBC.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასტიკი თავდასხმა წამოიწყო ირანზე, უთხრა რა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომ ირანი „ყველაზე დიდი საფრთხეა ჩვენი მსოფლიოსთვის“.
„ჩვენი თანამშრომლობა როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მაღალ ხარისხში იქნება აყვანილი, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, თითოეული მოქალაქის დაცულობას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს“ - ამ სიტყვებით შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანელ და ნორვეგიელ კოლეგებთან - ურსულა ფონ დე ლეიენთან და ფრანკ ბაკე-იენსენთან, ასევე გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრთან მარკ ლანკესტერთან ორმხრივი შეხვედრები, რომელიც მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
დონალდ ტრამპმა საყვედური გამოუცხადა FBI-ს იმის გამო, რომ ოთხშაბთს ფლორიდის სკოლაში განხორციელებულ სროლებამდე, რასაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ის „ბევრი სიგნალი“ გამოტოვა, რასაც ფლრიდელი მსროლელი სხვადასხვა დროს საჯაროდ აფიქსირებდა.
სამგზავრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ირანის პროვინცია ისპაანში, ქალაქ სემირომის რაიონში კატასტროფა განიცადა, იტყობინება სააგენტო „ტასნიმი“ ირანის საგანგებო სიტუაციების ცენტრზე დაყრდნობით.
ვერტმფრენმა, რომელსაც მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრი და ოახაკას შტატის გუბერნატორი გადაჰყავდა, კატასტროფა განიცადა. BBC-ის ცნობით, სულ მცირე 13 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია დაღუპული.
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ 13 რუსისთვის ბრალის დადებას, რომ ისინი შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერივნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმაურა და აღნიშნულს „ყბედობა“ უწოდა.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლას დაარსებიდან 12 წელი შეუსრულდა.
ჩინეთის წარმატება მის ერთ-ერთ იმ ალტერნატივაში მდგომარეობს, რაც დასავლეთის მიერ არის შეთავაზებული, „რომ ჩინეთი არ არის დაინტერესებული ეგრეთ წოდებულ „სისტემების მეტოქეობით’“, ნათქვამია ჩინელი კონგრესმენის და მაღალი რანგის დიპლომატის, ფუ ინგის წერილში, რომელიც German Times-ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციისადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაშია გამოქვეყნებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.