პრინცი ჰარი ამბობს, რომ მას და მის შეყვარებულს, ამერიკელ მსახიობ მეგან მარკლის „იმდენად დაუჯერებლად სწრაფად“ შეუყვარდათ ერთმანეთი, უცილობლად ჩანდა, რომ „ყველაფერი ბრწყინვალედ იქნებოდა“.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ გროისმანი საქართველოს ეროვნული გმირის, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვია.
მოსკოვის ჩეხოვის სახელობის სამხატვრო თეატრის დირექტორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ოლეგ ტაბაკოვი რეანიმაციის განყოფილებაში მოათავსეს, განუცხადა „რია ნოვოსტის“ საავადმყოფოს წარმომადგენელმა.
„აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში მომავალ წელს უფრო ინტენსიური იქნება“, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ.
რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მზადაა დატოვოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის პოსტი, რადგანაც თვლის, რომ ამის „დრო მოვიდა“.
სულ მცირე ორი ადამიანია დაღუპული და ათეულობით სხვას დაზიანებები აქვს მიღებული ჩინეთის აღმოსავლეთის საპორტო ქალაქ ნინბოში მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაციას BBC ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეა დემილიტარიზებულ ზონაში თავის საზღვრებს ამაგრებს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ამ ზონის გავლით სამხრეთ კორეაში გაქცევა შეძლო.
300-ზე მეტი ადამიანია მოკლული და 100-ზე მეტი კი დაჭრილი ეგვიპტის ჩრდილოეთით მდებარე სინას პროვინციაში, ეჭვმიტანილი მებრძოლების მიერ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტერორისტები ეგვიპტეში ჩრდილოეთ სინას რეგიონის ბირ ალ-აბდის მეჩეთს იმ დროს დაესხნენ თავს, როცა იქ მორწმუნეების შუადღის ლოცვაზე იყვნენ შეკრებილნი, მოკლულია ათეულობით ადამიანი.
ზიმბაბვეს ახალმა პრეზიდენტმა, ემერსონ მნანგაგვამ, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან ოთხშაბათს დაბრუნდა სამშობლოში, რუბერტ მუგაბეს 37-წლიანი მმართველობის დასრულების შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქ ჰარარეში ხალხით გადაჭედილ სტადიონზე ფიცი დადო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.