ინდოეთიდან წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოში ჩამოაბრძანეს. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, სასულიერო პირები და მრევლი იმყოფებოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის სიტყვიერი ომი საბავშვო ბაღში ბავშვებს შორის ბრძოლას შეადარა.
ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ვადად 2019 წლის მარტი დაასახელა. როგორც BBC იუწყება, მას სურს აღნიშნულ პერიოდში გამოიყენოს ევროკავშირის ბაზარზე არსებული ხელმისაწვდომობა და პირობა დადო, რომ ბრიტანეთი გადაიხდის თავის „სამართლიან წილს“ ევროკავშირის ბიუჯეტში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, კანადაში გაემგზავრა. ლევან იზორია ტორონტოში „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრება და საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილე დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს უგულშემატკივრებს.
მას შემდეგ რაც კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპზე თქვა, რომ იგი „აუცილებლად მოათვინიერებს ფსიქიურად შეშლილ გამოჩერჩეტებულ მოხუცს“, აშშ-ის პრეზიდენტმა საპასუხო განცხადება „თვითერზე“ გააკეთა:
I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული ბატალიონის გეგმიური საველე სწავლება დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანს ბატალიონის შტაბისა და ქვედანაყოფების კოორდინირებულ მუშაობაში უნარების დახვეწა წარმოადგენდა.
ირანმა შორ მანძლზე, 2 ათას კილომეტრზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა წარმოადგინა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს გადაიტანოს რამდენიმე ქობინა. ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეკომპანია Press TV-ის მიხედვით, ბრიგადის გენერალ ამირ ალი ხაჯიზადეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების „შეურაცხადი“ პრეზიდენტის, ტრამპის კომენტარებმა დაარწმუნა, რომ იგი მართალია, რომ ფხენიანის ბირთვულ პროგრამას ავითარებს.
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რი იონგ ჰომ, რომელიც ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაეროში წარმოთქმული სიტყვის საპასუხო ზომებს შორის შეიძლება იყოს „უპრეცედენტო“ წყალბადის ბომბის გამოცდა წყნარ ოკეანეში. ინფორმაციას რუსული „რია ნოვოსტი“ სამხრეთ კორეულ სააგენტო „რენხაპზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
ლილიან ბეტანკური, კოსმეტიკური ფირმის, L‘Oreal-ის მემკვიდრე, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC მის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.