სტამბოლის მთავარი, ათათურქის სახელობის აეროპორტი თვითმფრინავებისთვის დაიკეტა მას შემდეგ, რაც ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას „როიტერსი“ ახალი ამბების სააგენტო „დოღანზე“ დაყრდნობით ავრცლებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას, რომელიც გააძლიერებს სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შეხვდა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კავშირგაბმულობის სწავლება „კავშირი 2017“ მიმდინარეობს. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე სწავლების მიმდინარეობას გაეცნენ და სწავლების მართვის პუნქტი დაათვალიერეს.
ირანის პრეზიდენტმა ოთხშაბათს გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მისი ქვეყანა „მტკიცედ უპასუხებს“ ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ დადებული შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თეირანის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომ იგი გაეროსთვის გამოუსადეგარია, „უმეცარი, აბსურდული და ღვარძლიანი რიტორიკა“ უწოდა.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა რი იონგ ჰომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაეროში გამოსვლა „ძაღლის ყეფას“ შეადარა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს და „ძლიერთა თამაშებში“ წარმატება უსურვეს.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უაღრესად კრიტიკული იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაეროში წარმოთქმულის სიტყვის მიმართ, რომელშიც ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის „სრული განადგურების“ შესახებ გააკეთა განაცხადი.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა და უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გამოსვლამდე გაერო-ს უშიშროების საბჭოს ის დარბაზი დატოვეს, სადაც მინისტერიალი იმართებოდა.
ქარიშხალმა „მარია“-მ, რომელიც აშშ-ის ტერიტორიას, პუერტო რიკოს დააყტდა თავს, მთელი კუნძული, სადაც 3.5 მილიონი ადამიანი ბინადრობს, ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.