დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხე უმაღლეს დონემდე გაიზარდა მას შემდეგ რაც ლონდონის მეტროში პარასკევს ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ, „ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტული აქტი განახორციელა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, იაპონიის თავზე მეორე ბალისტიკური რაკეტის გაშვებიდან მალევე აღთქმა დადო, რომ მიაღწევს ქვეყნის ბირთვულ მიზანს.
ჩრდილოთ კორეა იაპონიას ჩაძირვით დაემუქრა, შეერთებულ შტატებზე კი განაცხადა, რომ ის „ცემით სიკვდილის პირამდე უნდა იყოს მიყვანილი, როგორც ცოფიანი ძაღლი“. აღნიშნული განცხადება ფხენიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალი სანქციები დააწესა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა შორის წოლჭიმში ტურნირი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეჯიბრებაში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებიდან ოცდასამმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთში დაღუპული სამხედროს, ალექსანდრე კვიწინაძის შვილი - გიორგი კვიწინაძე თბილისის №108 საჯარო სკოლაში სახლიდან პირადად მიაცილა, სწავლის დაწყება საჩუქარებით მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის თავზე მეორე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეის არმიამ განაცხადა, რომ რაკეტამ დაახლოებით 770კმ სიმაღლეს მიაღწია და 3 700კმ-ის გავლის შემდეგ წყნარ ოკეანეში ჰოკაიდოს სანაპიროს სიახლოვეს დაეშვა.
რუსეთმა და ბელარუსმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „Запад-2017“ („ზაპად-2017“) წამოიწყეს, რომელმაც მეზობელი ნატო-ს წევრი ქვეყნები აანერვიულა.
სულ მცირე 60 ადამიანია მოკლული ორი თავდასხმის შედეგად სამხრეთ ერაყში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ რუსეთში აშშ-ის საკონსულოს პერსონალისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილი გაუქმებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.