მას შემდეგ რაც ალაბამას სენატის არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, 64 წლის ლუთერ სტრეინჯმა „რესპუბლიკელების“ პრაიმერში ვერ გაიმარჯვა და რადიკალ ქრისტიან-კონსერვატორ როი მურთან დამარცხდა, ტრამპმა წაგებული კანდიდატის მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება „თვითერიდან“ წაშალა.
ლიტვაში ვიზიტისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ კონფერენციაში, „აღმოსავლეთ პარტნიორები ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში - ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის დანერგვა პრაქტიკაში" მიიღო მონაწილეობა.
ჩრდილოეთ ერაყში მცხოვრებმა მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა ქურთისტანის რეგიონის დამოუკიდებლობას ორშაბათის წინააღმდეგობრივ რეფერენდუმზე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.
რუსეთის ФСБ-ს განცხადებით, მიწისქვეშა ბანდიტური დაჯგუფების მეთაურის, 2013 წელს ლიკვიდირებული დოკუ უმაროვის საფლავია ნაპოვნი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიას ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის მერვე ოლქის წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი ეროვნული გვარდიის კადრირებული ბრიგადების ასეულების პირადი შემადგენლობისთვის ტაქტიკური სწავლების ჩატარებაა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით კანადის შემდეგ ლიტვის რესპუბლიკას ეწვია. ვილნიუსში ვიზიტი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ლიტველ კოლეგასთან, რაიმუნდას კარობლისთან შეხვედრით დაიწყო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს ამერიკული სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამების გაცნობა წარმოადგენდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეა, რომ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო არჩევანი „გამანადგურებელი“ იქნება ფხენიანისთვის, მაგრამ თქვა, რომ ძალის გამოყენება არ არის ვაშინგტონის პირველი არჩევანი გადაწყვიტოს ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური და ბირთვული შეიარაღების პროგრამის საკითხები.
ალაბამას სენატის არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ახლანდელმა სენატორმა, 64 წლის ლუთერ სტრეინჯმა „რესპუბლიკელების“ პრაიმერში ვერ გაიმარჯვა და რადიკალ ქრისტიან-კონსერვატორ როი მურთან დამარცხდა, რაც ტრამპისათვის, რომელიც სტრეინჯს უჭერდა მხარს და მის კამპანიაში იყო ჩართული, პირველი საარჩევნო მარცხია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.