„ნოვაია გაზეტას“ მიმომხილველმა, იულია ლატინინამ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც მის ავტომობილზე უცნობი პირების თავდასხმა მოხდა, რუსეთი დატოვა.
გამანადგურებელი ქარიშხლის, „ირმას“ მოახლოების ფონზე, ფლორიდის შტატის გუბერნატორმა განკარგულება გამოსცა, რომელიც ავალდებულებს მობინადრეებს, რომ დაუყოვნებლივ დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი სახლები და გადავიდნენ თავშესაფრებში.
სირიის არმიამ რუსული საჰაერო-კოსმოსური ძალების დახმარებით დეირ-ეზ-ზორას რაიონში გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს და აღნიშნული გამარჯვება ბოლო სამ წელიწადში ყველა სხვა გამარჯვების მასშტაბებს აღემატება, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
სირიის არმიამ დეირ-ეზ-ზორის ბაზის ბლოკადა გაარღვია, ბრძოლები ავიაბაზის პერიმეტრზე მიმდინარეობს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
რუსეთის დედაქალაქში „Москва-Сити“-ის რაიონში მშენებარე ცათამბჯენების „Neva Towers“-ის საერთაშორისო საქმიან ცენტრში ხანძარი გაჩნდა.
სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში, უსაფრთხოების სფეროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017”-ის საველე წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითების და არმიის, ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.
მექსიკაში, სამხრეთ სანაპიროზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი მინიმუმ 61-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია (BBC) ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაერო-ს განცხადებით, დაახლოებით, 270,000-მა როჰინგელმა მუსლიმმა დაიწყო ბანგლადეშში თავშესაფრის ძიება მას შემდეგ, რაც მიანმარში ძალადობამ მოიმატა.
შეერთებული შტატების ფედერალური საგანგებო სააგენტოს მეთაურმა განაცხადა, რომ ქარიშხალი „ირმა“ ფლორიდას და მის მეზობელ შტატებს გაანადგურებს. ბროკ ლონგის თქმით, ფლორიდის გარკვეულ ნაწილს რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდება და 100,000-ზე მეტ ადამიანს სჭირდება თავშესაფარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.