გარდაიცვალა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ციმბირის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის კათედრის გამგე, ირინა ევტუშენკო. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ უმაღლეს სასწავლებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამი მამაკაცი, მათ შორის ორი ბრიტანელი ჯარისკაცი აკრძალული ნეო-ნაცისტური ჯგუფის წევრობისთვის დააპატიმრეს.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ და ამ საკითხის გარშემო „წინ გაქცევას“ არავინ აპირებს.
საფრანგეთის პოლიცია იმ ანტისემიტური დანაშაულებრივი დაჯგუფების პოვნას ცდილობს, რომელმაც ებრაული ოჯახი პარიზის გარეუბანში თავიანთ სახლში მძევლად აიყვანა და გაძარცვა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა, რომლის მიხედვითაც ფხენიანის ექსპორტ-იმპორტის შესაძლებლობები იზღუდება. შესაბამისი რეზოლუცია 2375 ნიუ იორკში ორშაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს საათებში ერთსულოვნად მიიღეს.
ოფიციალური პირების და მუშახელის თქმით, ერაყის მთავრობას სამხრეთ მოსულში მდებარე ბანაკებში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილთა 1,300 ოჯახის წევრი ჰყავს დაკავებული.
შეიარაღებულმა მამაკაცმა დალასში შვიდი ადამიანი სახლში მოკლა, მოგვიანებით თავად დამნაშავე პოლიციის მიერ იქნა ლიკვიდირებული, ხოლო სროლების დროს დაჭრილი ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მხარი დაუჭირა მოსკოვის ინიციატივას უკრაინის ტერიტორიაზე, დონბასში მშვიდობისმყოფელების ინიციატივასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ აუცილებელია პროექტში ცვლილებები შევიდეს.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ ზურაბის ძე კომახიძე დაშავდა.
ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „Agile Spirit 2017“-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.