სულ მცირე 23 ადამიანია მოკლული ძალადობრივი პროტესტისას ჩრდილოეთ ინდოეთში პოპულარული რელიგიური ლიდერის მიმართ გაუპატიურების ბრალდებით მსჯავრის დადების გამო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს, კესტუტის იანკაუსკასს უმასპინძლა.
91 წლის ჩილელი გენერალი სამხედრო მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების ჩადენისთვის გაასამართლეს. მისმა ნათესავებმა ამ ნაბიჯს „შურისმაძიებლური“ უწოდეს.
თორმეტი ადამიანი დაიღუპა, 20 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო სამის ბედი გაურკვეველია, ავტობუსის წყალში ჩავარდნის შემდეგ - რუსეთში, ტემრიუკის რაიონში, კრასნოდარის მხარეში.
დონალდ ტრამპი „აქტიურად განიხილავს“ სასიკვდილო თავდაცვითი იარაღის უკრაინაში გაგზავნას მას შემდეგ რაც ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლა მის მიწაზე სულ მცირე 3,000 რუსი ჯარისკაცია, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის ოცეულმა კიევის ცენტრალურ გამზირზე ჩაიარა.
ოთხი მამაკაცი სამხრეთ აფრიკაში სასამართლოს წინაშე კანიბალიზმის ბრალდებით წარსდგა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პოლიციის შენობაში შევიდა და განაცხადა, რომ „დაიღალა“ ადამიანების ხორცის ჭამით.
საომარი საზღვაო ხომალდების აზიაში გახშირებული შეჯახებების გამო, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობამ მეშვიდე ფლოტის მეთაური, ვიცე-ადმირალი ჯოზეფ აუკოინი პოსტიდან გაათავისუფლა.
თვეების განმავლობაში იმის შესახებ ვარაუდების გამოთქმების შემდეგ, თუ როგორ მიუდგებოდა პრეზიდენტი ტრამპი ავღანეთს, მისმა ახალმა სტრატეგიამ ამერიკის ყველაზე ხანგრძლივად მიმდინარე ომზე ნათელი გახადა, რომ მისი ადმინისტრაცია ავღანეთიდან არა თუ გამოსვლას, არამედ იქ ჯარების დამატებას და „გამარჯვებამდე ბრძოლას“ აპირებს.
დანიის ტერიტორიულ წყლებში ნაპოვნი უთავო ტანი იდენტიფიცირებული იქნა, როგორც დაკარგული შვედი ჟურნალისტი კიმ ვოლი, განაცხადა დანიის პოლიციამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.