ტროპიკული შტორმის, „ჰარვის“ თავზე დატყდომის შემდეგ, რასაც კოკისპირული წვიმა ახლავს თან, აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქის, ჰიუსტონის დატბორილი ნაწილებიდან 2,000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2017 წელს უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესს 28 000-ზე მეტი სტუდენტი გააგრძელებს, 100%-იანი დაფინანსება 1,009 სტუდენტმა მოიპოვა, 70%-იანი დაფინანსება - 1,457-მა, 50%-იანი დაფინანსება - 4,081 სტუდენტმა, ხოლო ე.წ. უფასოზე 4,051 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო 1,047 არაქართულენოვანი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.
აზერბაიჯანში, გილიაზი ხიზინის რაიონში სამხედრო ბაზის იარაღის საწყობში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტეხასის შტატზე 50 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი შტორმის თავზე დატყდომის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, დაზიანებები მიიღო სხვა თოთხმეტმა და ქარიშხალი, რომელსაც თავსხმა წვიმა მოჰყვება, ახლა შტატს კატასტროფული წყალდიდობით ემუქრება.
ტეხასის შტატზე 50 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი შტორმის თავზე დატყდომის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ქარიშხალი, რომელსაც თავსხმა წვიმა მოჰყვება, ახლა შტატს კატასტროფული წყალდიდობით ემუქრება. ინფორმაციას „როიტერსი“ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქარიშხალმა ტეხასის შტატში, როკპორტის აეროპორტი ნანგრევებად აქცია და გარკვეული დროის განმავლობაში აღნიშნულ აეროპორტს მუშაობა ექნება შეწყვეტილი, რადგან როგორც BBC იუწყება, ის მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.
საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ზუგდიდისა და ხობის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
რვა ადამიანი დაიღუპა ინგლისში, ბუკინგემშირში, ნიუპორტ პაგნტელთან სამხრეთისკენ მიმართულ ავტომაგისტრალ M1-ზე ბრიტანეთის ზაფხულის დროით 03:15-საათამდე მომხდარი ავტოავარიის შედეგად, რომელშიც მინიავტობუსი და ორი სატვირთო ავტომანქანა იყო ჩართული.
ჩრდილოეთ კორეამ სამი მოკლე მანძილზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას BBC შეერთებული შტატების სამხედრო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიუსელის ცენტრში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მას შემდეგ, რაც იგი ორ ჯარისკაცს ქუჩაში გრძელი დანით, მაჩეტეთი დაესხა თავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.