საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის შესახებ სპეციალური ბრიფინგი არმიჰოლში წარადგინა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა წვრთნებში მონაწილე ქვეყნებისა და ამ სწავლების სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
ქართველმა სამხედრო ინჟინერ-მესანგრეებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. საზეიმო ცერემონია საინჟინრო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია დაესწრო.
შეერთებული შტატები თავის მოქალაქეებს ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობას უკრძალავს. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია იმ ორ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ფხენიანში ტურებს ახორციელებს.
ეგეოსის ზღვაში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ საბერძნეთის კუნძულ კოსზე სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„Linkin Park“-ის წამყვანი მომღერალი ჩესტერ ბენინგტონი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა, განაცხადა ლოს ანჟელესის ოლქის ძალადობრივი მკვლელობისა და უეცარი სიკვდილის საქმეების გამომძიებელმა.
ახალგაზრდების ნდობა ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურებისადმი, როგორიც არიან პოლიტიკოსები თუ რელიგიური ლიდერები, საგრძნობლად შემცირდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თუმცა იგივე ადამიანების უმეტესობა დიდწილად ბედნიერია, გვიჩვენებს გლობალური კვლევა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს სამეკავშირეო ოფისში გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა. პედაგოგებთან შეხვედრის მთავარ თემას ნატო-საქართველოს ურთიერთობები წარმოადგენდა.თავდაცვის მინისტრმა ამ თემაზე მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
არქეოლოგებმა პირველი სამხილი იპოვეს იმისა, რომ ავსტრალიის აბორიგენი მოსახლეობა კონტინენტზე სულ მცირე 65,000 წლის წინათ ცხოვრობდა.
ბუდაპეშტში ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტსაც იკავებს, მომავალ კვირას დაგეგმილი ვზიტის წინ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მილიარდერ ჯორჯ სოროსის მგმობელი განცხადება გაავრცელა.
სენატორ ჯონ მაკკეინს, ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა. ამის შესახებ განცხადებები ფოენიქსის „მეიოს კლინიკამ“ და არიზონას რესპუბლიკურმა ოფისმა ოთხშაბათს ღამით გაავრცელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.