საფრანგეთში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი ეროვნული დღესასწაულის წინა დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში ერთმანეთს ხვდებიან.
ჩინეთის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ყველაზე ცნობილი ადვოკატი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ლიუ ქსიაობო 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის პირადი შემადგენლობისთვის ცეცხლის კოორდინაციის სწავლება ჩატარდა.
ტერეზა მეიმ გაამჟღავნა, რომ მას „ცრემლები წამოუვიდა“, როდესაც გაიგო არჩევნების ეგზიტ პოლის შედეგები, რომელიც ვარაუდობდა, რომ იგი უმრავლესობას დაკარგავდა.
მოსკოვის სამხედრო საოლქო სასამართლომ რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობისთვის ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, გასულ კვირას გერმანიის ქალაქ ჰამბურგში რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, რამაც 2 საათი და 15 წუთი გასტანა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ამერიკა უყვარს, ვლადიმერ პუტინს რუსეთი და ქსი ძინპინგს ჩინეთი და თითოეული მათგანი თავიანთი ქვეყნებისთვის იღწვის.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთი ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას" - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ გატარებული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკმაყოფილების საგანი იქნება, რადგან მისი წინასაარჩევნო კამპანიის დანაპირების შესრულება - ნავთობზე ფასების დაბლა დაწევა - რუსეთის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მთავარ დარტყმას წარმოადგენს, გამომდინარე იქიდან, რომ მოსკოვი „ფულს ენერგომატარებლებიდან აკეთებს“.
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს და ცხრაწელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.