ლონდონის პოლიციის ცნობით, ჩრდილოეთ კენსინგტონში მდებარე „გრენფილ თაუერის“ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხი 17-მდე გაიზარდა.
კონგრესმენი სტივ სკელისი, რომელიც ვირჯინიის ქალაქ ალექსანდრიაში თავის კოლეგებთან ერთად ხუთშაბათისთვის დაგეგმილი ბეისბოლოს საქველმოქმედო თამაშისთვის მზადებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, ოთხშაბათ ღამით კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ლონდონის პოლიციის ცნობით, ჩრდილოეთ კენსინგტონში მდებარე „გრენფილ თაუერის“ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა და მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლეიენს შეხვდა. გერმანიის თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მას შემდეგ რაც ვირჯინიაში, ბეისბოლის მოედანზე ვარჯიშის მიმდინარეობისას ამერიკელ „რესპუბლიკელ“ კონგრესმენს და მის თანაშემწეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ინციდნეტის რამდენიმე დეტალი ხდება ცნობილი.
ვირჯინიაში, ბეისბოლის მოედანზე ვარჯიშის მიმდინარეობისას ამერიკელ „რესპუბლიკელ“ კონგრესმენს და მის თანაშემწეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი პატიმრობაშია აყვანილი.
მოსკოვში, პოლიციელმა, რომელიც ავტომანქანას მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე მდგარ მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყატარის მისი მეზობელი სახელმწიფოებისაგან იზოლირება ისლამური ღირებულებების დარღვევად და „სიკვდილით დასჯის“ მსგავს ქმედებად გამოაცხადა.
7 უკრაინელი ჯარისკაცია მოკლული პრო-რუსი მებრძოლების მიერ უკრაინის აღმოსავლეთში სამი დღის წინათ განახლებული ბრძოლების შედეგად. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ძალები ავრცელებს.
ერაყის ქალაქ მოსულის სიახლოვეს, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში საკვების მოწამვლისაგან ასეულობით ადამიანი გახდა ცუდად და ერთი ბავშვი გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.