დღეს განსაკუთრებული დღეა - დღე ვნების შვიდეულის ხუთშაბათი, როდესაც უფალმა აზიარა „მოწაფენი თვისნი ხორცითა და სისხლითა თვისითა”, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოსკოვში გამართული ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაბალ საფეხურზეა და ის უნდა გაუმჯობესდეს. მან თქვა, რომ „ორ მთავარ ბირთვულ სახელმწიფოს არ შეიძლება ჰქონდეს ეს ურთიერთობები“.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ NATO „უკვე აღარ არის დრომოჭმული“, რითაც მკვეთრად შეცვალა მისი ადრინდელი მოსაზრება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისადმი, რამაც აშშ-ის მოკავშირეები შეაშფოთა.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისათვის მზადებას იწყებს და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული მჯდომარე ფრენბურთის გუნდი კანადაში დაგეგმილ „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობის მისაღებად ემზადება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტად საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფებოდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ექსპერტი, ვიცე-პოლკოვნიკი კლოდ მურმანი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის მედლით დააჯილდოვა.
„დორტმუნდის ბორუსია“-ს საფეხბურთო გუნდის ავტობუსს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის AS Monaco-სთან მატჩამდე ცოტა ხნით ადრე ასაფეთქებელი ნივთიერებებით დაესხნენ თავს, რა დროსაც მცველმა, მარკ ბარტრამ დაზიანება მიიღო, შედეგად, თამაში ერთი დღით გადაიდო.
საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებს შორის გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იზორიამ და რაიმუნდას კარობლისმა გაფართოებული ფორმატით გამართული შეხვედრისას განხილული თემები, მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.