რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ხურჩაში 12 პირი დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "რუსთავი-2" ავრცელებს.
მსოფლიოს იმ რეგიონში, სადაც ზიკას ვირუსის გავრცელების საფრთხეა, 2.2 ადამიანზე მეტი ცხოვრობს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ჟურნალ eLife-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაპონიის ოფიციოზმა "მიცუბიში მოტორსის" ოფისზე რეიდი განახორციელა მას შემდეგ, რაც გამჟღავნდა რომ ავტომანქანების მწარმოებელმა კომპანიამ საწვავის ეკონომიის მონაცემების ფალსიფიკაცია მოახდინა.
მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატ ვერაკრუზში ნავთობის ქარხანაში მომხდარი დიდი აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი გარდაიცვალა და 136-ზე მეტი დაშავდა. 88 ადამიანი საავადმყოფოში რჩება, მათგან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტების ნაწილი სისხლის დაკარგვის გამო იმყოფებიან მძიმე მდგომარებაში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ნორვეგიელმა მასობრივმა მკვლელმა ანდერს ბრეივიკმა ადამიანის უფლებების საქმეში ნორვეგიის სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ნაწილობრივ მოიგო.
გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილის ეკა ზღულაძის გადადგომასთან დაკავშირებით არ დასტურდება
ევროკომისია თავის ვებგვერდზე მიმართვას ავრცელებს, რომლითაც ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასა და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას სთხოვს.
დიდ ბრიტანეთში დეკემბერსა და თებერვალს შორის უმუშევართა რიცხვი 21 000 -ით გაიზარდა და 1.7 მილიონს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული სტატისტიკის ოფისი ავრცელებს. BBC -ს ცნობით, ეს გასული წლის მაის-ივლისის შემდეგ, უმუშევართა რიცხვის პირველი ზრდაა.
ნიუ იორკის პრაიმერში რესპუბლიკელებიდან დონალდ ტრამპმა, დემოკრატებიდან კი ჰილარი ქლინთონმა გაიმარჯვა. ხმების 98 პროცენტი დათვლილია და შედეგები ასეთია: ტრამპს 60%-ზე მეტი ხმა აქვს მოპოვებული, ქლინთონს კი 58%-ზე ნაკლები. ტრამპი მის კონკურენტებზე, თედ კრუზსა და ჯონ კეისიკზე უპირატესობას ინარჩუნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.