იმ ფონზე, როცა ჩანს რომ ფედერალურმა რეზერვმა მთელი გაზაფხულის პერიოდში კარი ჩაუკეტა საპროცენტო განაკვეთის ზრდას და დატოვა დოლარი ინფლაციის ზრდის პირისპირ, სავალუტო ბაზრის სტრატეგისტები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შეერთებული შტატების დოლარის უდიდეს შესუსტებას წინასწარმეტყველებენ. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.
შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა თედ კრუზმა უისკონსინის პრაიმერში გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა და მოწინავე პოზიციაზე მყოფ დონალდ ტრამპის ერთპიროვნულ კანდიდატობას დარტყმა მიაყენა. დემოკრატების შეჯიბრში კი შუა დასავლეთ შტატში ბერნი სანდერსმა ჰილარი ქლინთონზე შთამბეჭდავად გაიმარჯვა. ამის შესახებ BBC წერს.
ისლანდიის პრემიერ-მინისტრი სიგმუნდურ გუნლაუგსონი გადადგა, პირველი მსხვერპლი ე.წ. პანამის ჩანაწერების. BBC -ს ცნობით, პრემიერ მინისტრის პოსტს სოფლის მეურნეობის მინისტრი დაიკავებს.
"როიტერსის" ცნობით, “ისლამურმა სახელმწიფომ” მორიგი ვოდეო-რგოლი გაავრცელა. ვიდეო-რგოლის საშუალებით, დაჯგუფება ევროპას ახალი ტერაქტებით ემუქრება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. როგორც აზერბაიჯანული პრესა იტყობინება, უწყების განცხადებით, საბრძოლო მოქმედებები კონფლიქტის ზონაში მხარეების შეთანხმებით შეწყდა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტულმა პარლამენტმა რუსეთთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმების „რატიფიცირება“ მოახდინა.
მსოფლიოში სამხედრო დანიშნულების ხარჯების ოდენობა გაიზარდა - აღნიშნულია სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის SIPRI-ს ანგარიშში.
რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაკავებლად ნატო-მ აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში საკუთარი ძალები უნდა განალაგოს. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა ესტონური ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 11 ტანზანიელ მშვიდობისმყოფელს ბრალს სექსუალურ ექსპლუატაციასა და უკანონო სქესობრივი ურთიერთობების დამყარებაში სდებენ. ჯარისკაცებს ასევე, მათი სავარაუდო მსხვერპლთა მოთხოვნის საფუძველზე, მამობის დადგენის ტესტის გავლაც მოუწევთ. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.