ე.წ. პანამის ჩანაწერების გამო უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წანააღმდეგ შესაძლოა იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს.
Panama Papers-მა პანამური იურიდიული კომპანიის, Mossack Fonseca-ს დოკუმენტებზე დაყრდნობით, ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის დევიდ ქამერონის მამა ხელმძღვანელობდა ოფშორში დარეგისტრირებულ ფონდს, რომლის დოკუმენტებზე მის მიერ დაქირავებული ბაჰამას მცხოვრებთა მცირე ჯგუფი, მათ შორის ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ეპისკოპოსი აწერდა ხელს, რითაც თავს არიდებდა დიდ ბრიტანეთში ნებისმიერი გადასახადის გადახდას. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" წერს.
სომხური მედია სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის განცხადებას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტმა ეუთო-ს ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ
თუ სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება და უფრო ფართო სახეს მიიღებს, სომხეთი აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდელობას.
სომხეთი მზადაა, ორმხრივ დათმობებზე წავიდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, აღნიშნული განცხადება სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გააკეთა. ინფორმაციას კი ამის შესახებ „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
საბერძნეთმა მიგრანტების თურქეთში დეპორტაცია მოახდინა. ეს არის ევროკავშირის გეგმა, რომელიც მასობრივი მიგრაციის შეზღუდვას ითვალისწინებს.
რუსული მედია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს დილით აზერბაიჯანულმა მხარემ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სროლა განაახლა.
გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა ოფისის ცნობით, სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში განახლებული დაპირისპირების შედეგად. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ყარაბაღის კონფლიქტი განსაკუთრებით სახიფათოა, ვინაიდან აქვს პოტენციალი საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე იქონიოს გავლენა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ განაცხადა.
დაახლოებით 8 ათასი წლის წინათ ცუნამიმ, რომელიც 25 მეტრს სწვდებოდა, შოტლანდიის კუნძულებს და სანაპირო ზოლს 80 მილი საათში სიჩქარით (130კმ/სთ) გადაუარა. ეს შესაძლოა კლიმატის ცვლილებით ყოფილიყო გამოწვეული. არის თუ არა ალბათობა იმისა, რომ ის ისევ განმეორდეს?
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.