აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე მთიანი ყარაბაღის ზონაში არსებულ ვითარებაზე განცხადება გააკეთა.
ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი კონფლიქტში ჩართულ მხარეებს სამშვიდობო პროცესის განახლებისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება შულცმა "ტვიტერის" საკუთარი მიკრობლოგში გააკეთა.
აზერბაიჯანი მზად არის, კონფლიქტის დიპლომატიური გზით დარეგულირებიდან სამხედრო დარეგულირებაზე გადავიდეს.
22 მარტის ტერაქტის შემდეგ დახურული ბრიუსელის აეროპორტი მუშაობას დღეს განაახლებს. პირველ რეისებს Brussels Airlines ფაროში, ათენსა და ტურინში განახორციელებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთს მოუწოდებს, ცეცხლს ნუ ეთამაშება და დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აზერბაიჯანისა და სომხეთის ჯარების "შეხების ხაზზე".
გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მთიანი ყარაბაღის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, საბრძოლო მოქმედებები დაუყონებლივ შეწყვიტონ.
მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლების ინფორმაციით, სიტუაციის სტაბილიზაციის შესახებ ბაქოს განცხადების მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
ათეულობით ადამიანია მოკლული მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარი შეტაკებებისას. ამის შესახებ BBC წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.