საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია.
15 ივნისი სამხედრო პოლიციის დაარსების დღეა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას პროფესიული დღე დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ბუბუნაურმა მიულოცა, ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ამოცანის რეპეტიციის წვრთნა (MRE), ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩატარდა.
ტერიტორიულ რეზერვისტთა საზაფხულო შეკრება საველე ბანაკ პალდოს სასროლეთზე მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე ბატალიონის რეზერვისტთა პირადი შემადგენლობის გეგმიური სწავლებით განახლდა. საზაფხულო შეკრება ტერიტორიულ რეზერვისტთა ინდივიდუალური მომზადების ფაზის ბოლო ეტაპი იყო და საბრძოლო სროლებს მოიცავდა.
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და განვითარებისთვის დღეს უკვე განხორციელდა რეფორმები და გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ჯარის პოპულარიზაციის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სპორტულ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები სკოლებში უნდა ისწავლებოდეს“, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.