„გადაიჭრება წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა და ეს გადაწყვეტილება დაახლოებით 15 ათას ადამიანს შეეხება“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ თავდაცვის ძალების ქართული პროდუქტებით მომარაგებას მხოლოდ მიესალმება და სამხედრო მოსამსახურეების კვების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როგორიცაა მაგალითად ჯარის ქართული ნედლი ხორცით მომარაგება.
საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების როლი და აქტიური ჩართულობა გაზგასმით აღნიშნა.
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებზე გააკეთა.
საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, უმაღლესი ხარისხის, ნატოს სტანდარტების ეკიპირების უზრუნველყოფაზე გაამახვილა და ხარისხიანი ეკიპირება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა.
საქართველოს პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, მათი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება და ბინებით უზრუნველყოფის პროექტის შესრულება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად დაასახელა.
„კრიტიკული მნიშნველობა ენიჭება სახმელეთო, საზღვაო და სახმელეთო სადაზვერვო ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას, რაშიც აქტიურ მხარდაჭერას გვიწევენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, განსაკუთრებით აშშ, დიდი ბრიტანეთი“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში სიტყვის გამოსვლისას გააკეთა.
„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოში სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით. ეს სწორედ იმ ამბიციური გეგმის ნაწილია, რომლითაც მე ჩემს გუნდთან ერთად თავდაცვის სამინისტროში მივედი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას.
„ჩვენი ყველა რეფორმა ემსახურება სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობას. სწორედ ეს იყო მთავარი მოტივაცია, როცა 2020 წელი გამოვაცხადეთ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად. ჩვენი გეგმა, პირველ რიგში, დაეფუძნა იმ საჭიროებების ანალიზს და ნაკლოვანებების კვლევას, რაც აწუხებდა ჩვენს ჯარს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას და თავდაცვის ძალებში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების საკითხებზე იმსჯელა.
საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე გაამახვილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.