თავდაცვა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის“ დახურვის ცერემონია გაიმართა.

 

სრულად...

საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“ ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 201-ე კადრირებული ბატალიონის სარეზერვო ასეულის დასკვნითი შეკრებები მიმდინარეობს. ასეულში ჩარიცხული რეზერვისტები ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორების დახმარებით, ორი კვირის განმავლობაში საცეცხლე მომზადების ყველა ეტაპს გადიან. ისინი სროლებს ქვეითი ქვედანაყოფის შეიარაღების, ავტომატის, ტყვიამფრქვევის, მსუბუქი ტყვიამფრქვევის, ხელის ყუმბარტყორცნის, ლულის ქვეშა ყუმბარტყორცნის საშუალებით ახორციელებენ.

 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების, I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წინამოსამზადებელ სწავლებას გადის.

 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია აქტიურ რეზერვში მოქალაქეების მიღებას განაგრძობს. ამ მიზნით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები მოქალაქეებს შეხვდნენ, საინფორმაციო ბროშურები გადასცეს და რეზერვში მიღების პროცედურები განუმარტეს.

 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიაში  მსუბუქი ქვეითი ოცეულის ცენტრალური  აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების  ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს მნიშვნელოვანი დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის   მოადგილემ, გენერალ-მაიორმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცა,  მისიის წარმატებით შესრულება და  სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ჯარისკაცები საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარმა სამხედრო კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.

 

სრულად...

შაორის „მომავლის ბანაკში“ თავდაცვის დღე გაიმართა. საქართველოს  თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა  სტუდენტებს თავდაცვის ძალების, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო მისიებში სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობაზე პრეზენტაცია წარუდგინეს.

 

სრულად...

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა  ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარა. ნაკრების წევრები ერთი დღით  მუხროვანში მდებარე სპეციალური ოპერაციების ბაზას ესტუმრნენ, სადაც სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით და მათ მიერ შედგენილი  პროგრამის შესაბამისად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება გაიარეს. წვრთნები ძირითადად ისეთ კომპონენტებს შეიცავდა,  რომელიც სპორტსმენების  სისწრაფის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობის უნარ-ჩვევების გამოცდასა  და მათ გაუმჯობესებასთან  არის დაკავშირებული.

 

სრულად...

საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 35 წელი შეუსრულდებოდა. სამხედრო მოსამსახურეებმა გიორგი ანწუხელიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და გიორგი ანწუხელიძის ოჯახს საქართველოს რუკა გადასცეს, რომელზეც გიორგი ანწუხელიძის სახელობის მწვერვალის გეოგრაფიული კოორდინატებია დატანილი.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა ტერიტორიული რეზერვის შესახებ პრეზენტაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარადგინეს. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში დღეს ახალი სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სამხედროებს საშუალებას მისცემს, რეაბილიტაცია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაიარონ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი